1. თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ ყოფაქცევით დაამტკიცებს თავის გამოსწორებას, სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირობით მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ.
11.
(ამოღებულია - 01.06.2017, №944).
2. სასამართლოს შეუძლია პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის გათვალისწინებით, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ორგანოს წარდგინებით გააგრძელოს (არა უმეტეს ერთი წლით) ან შეამციროს გამოსაცდელი ვადა.
3. თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელ ვადაში სისტემატურად ან ჯიუტად არ ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ორგანოს წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი.
4. თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, პირობითი მსჯავრის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო.
5. თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით. იმავე წესით დაენიშნება მას სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4213 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.16
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №466 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.186
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5266 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5924 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1796 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3125 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3813 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5402 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3887 – ვებგვერდი, 19.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 8-ჯერ.
- 30.11.2023 კანონი №3887
- 29.11.2019 კანონი №5402
- 30.11.2018 კანონი №3813
- 05.07.2018 კანონი №3125
- 01.06.2017 კანონი №944
- 13.12.2013 კანონი №1796
- 27.03.2012 კანონი №5924
- 11.11.2011 კანონი №5266
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 67. პირობითი მსჯავრის გაუქმება ან გამოსაცდელი ვადის გაგრძელება/შემცირება 1. თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ ყოფაქცევით დაამტკიცებს თავის გამოსწორებას, სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირობით მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ. 11. (ამოღებულია - 01.06.2017, №944). 2. სასამართლოს შეუძლია პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის გათვალისწინებით, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ორგანოს წარდგინებით გააგრძელოს (არა უმეტეს ერთი წლით) ან შეამციროს გამოსაცდელი ვადა. 3. თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელ ვადაში სისტემატურად ან ჯიუტად არ ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ორგანოს წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი. 4. თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, პირობითი მსჯავრის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო. 5. თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებულიდადგენილი წესით. იმავე წესით დაინიშნებადაენიშნება მას სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.მიერ უფლებამოსილ პირთან. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4213 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.16 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №466 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.186 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წწ., ., მუხ .332 საქართველოს 201 2 წლის 27 მარტის კანონი № 5924 – ვებგვერდი, 1 9 .0 4 .201 2 წ.მუხ.332
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4256)
- საქმე №2კ-108აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.08.2026
…სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, ხოლო დამატებით სასჯელად – იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა (იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების აკრძალვა) – 3 წლით; 2.7. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი.
- საქმე №2კ-128აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.07.2026
…ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2023 წლის 30 აპრილის ეპიზოდი გ. ტ–ის მიმართ) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი; 2.13. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრისა და ამავე სასამართლოს 2021 წლის 30 ნოემბრის განაჩენებით ნ.
- საქმე №2კ-135აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2026
…გ. ბ- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.
- საქმე №2კ-132აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.07.2026
…აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, დანაშაულთა ერთობლიობით, ვიქტორ მათევოსიანს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის საბოლოო სასჯელის განსაზღვრის შესახებ განჩინებით…
- საქმე №2კ-293აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.07.2026
გ–ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, გაუქმებულია ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის განაჩენით) და განესაზღვრა – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
- საქმე №2კ-202აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.07.2026
- საქმე №2კ-184აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2026
- საქმე №2კ-47აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2026
- საქმე №2კ-196აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.07.2026
- საქმე №2კ-187აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.07.2026
- საქმე №2კ-67აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.07.2026
- საქმე №2კ-100აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.07.2026
- საქმე №2კ-249აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.06.2026
- საქმე №2კ-264აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2026
- საქმე №2კ-260აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.06.2026
- საქმე №2კ-282აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.06.2026
- საქმე №2კ-60აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.06.2026
- საქმე №2კ-169აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.06.2026
- საქმე №2კ-1096აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.06.2026
- საქმე №2კ-17-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.06.2026
- საქმე №2კ-94აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.06.2026
- საქმე №2კ-226აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.06.2026
- საქმე №2კ-215აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.06.2026
- საქმე №2კ-1098აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.05.2026
- საქმე №2კ-143აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.05.2026
- საქმე №2კ-154აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.05.2026
- საქმე №2კ-173აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.05.2026
- საქმე №2კ-1024აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.05.2026
- საქმე №2კ-1016აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.05.2026
- საქმე №2კ-973აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.04.2026
- საქმე №2კ-1131აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.04.2026
- საქმე №2კ-42აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.04.2026
- საქმე №2კ-1165აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.04.2026
- საქმე №2კ-1111აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.04.2026
- საქმე №2კ-968აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.04.2026
- საქმე №2კ-1069აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.04.2026
- საქმე №2კ-1063აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.04.2026
- საქმე №2კ-185აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2026
- საქმე №2კ-62აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.04.2026
- საქმე №2კ-10-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.04.2026
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 4256-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება