შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №60აპ-26 11 ივნისი, 2026 წელი
ს-ი ს., №60აპაპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 დეკემბრის განაჩენი;
3. სულხან სულხანიშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 11,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 18 წლით;
4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 ივლისის განაჩენით სულხან სულხანიშვილისთვის დანიშნული და თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, ამნისტიის საფუძველზე, შემცირებული პირობითი მსჯავრი;
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 ივლისის განაჩენით დანიშნული და თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, ამნისტიის საფუძველზე, შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სულხან სულხანიშვილს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 20 წლით, რაც აეთვალოს 2025 წლის 18 მაისიდან;
6. სულხან სულხანიშვილს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 15 წლის ვადით ჩამოერთვას:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/ სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება და აღნიშნული მომსახურების გამწევ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
ბ) არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში), არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება;
გ) არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება;
7. „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები ამოქმედდეს განაჩენით დანიშნული სასჯელის –თავისუფლების აღკვეთის – მოხდისთანავე;
8. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სულხან სულხანიშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;
9. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვან დაზარალებულ მარიამ სულხანიშვილს, აგრეთვე, მის საპროცესო წარმომადგენელს ეცნობოს საქმის განხილვის შედეგი და განემარტოს ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ;
10. ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· მ. ს-ის, ს. ს-ის, ს. გ-ის და თ. გ-ის კუთვნილი მობილური ტელეფონები, ს. ს-ის კუთვნილი ავტომანქანა დაუბრუნდეს მესაკუთრეებს/კანონიერ მფლობელებს;
· ავტომობილიდან აღებული ანაწმენდები განადგურდეს;
· დისკები დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით;
11. საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდეს მიღებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი;
12. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე