1. გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 138-ე–141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
გ) ჯგუფურად;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ე) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ცამეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა;
გ) ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, –
დ) ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით,ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2013 წლის
ნოემბრის კანონი №1642
- ვებგვერდი, 16.12.2013წ.
საქართველოს 2017 წლის
4 მაისის
კანონი
№763
- ვებგვერდი, 25.05.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 30
მაისის
კანონი №2395
–
ვებგვერდი, 08.06.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5750 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6753 – ვებგვერდი, 20.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 13.07.2020 კანონი №6753
- 17.03.2020 კანონი №5750
- 30.05.2018 კანონი №2395
- 04.05.2017 კანონი №763
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 137. გაუპატიურება 1. გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 2. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 138-ე–141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; გ) ჯგუფურად; დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; ე) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ცამეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 4. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით; ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა; გ) ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, – დ) ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2013 წლის ნოემბრის კანონი №1642 - ვებგვერდი, 16.12.2013წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(422)
- საქმე №6აგ.-2026 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2026
ს-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 111, 140-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე;
- საქმე №2კ-60აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.06.2026
სულხან სულხანიშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 11, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 18 წლით;
- საქმე №2კ-68აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.04.2026
ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის აპრილის ბოლოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში; 4. ე.
- საქმე №ბს-1273(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.03.2026
…დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით 6 000 ლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს: 2.1. მოსარჩელე 19.07.2022 წელს დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.
- საქმე №ბს-1380(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
ბ-ის მიმართ №006240822003 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2022 წლის 26 აგვისტოს დადგენილებით, გ.
- საქმე №29აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.03.2026
- საქმე №2კ-866აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.02.2026
- საქმე №2კ-662აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.12.2025
- საქმე №2კ-764აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.11.2025
- საქმე №2კ-841აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.11.2025
- საქმე №20აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.11.2025
- საქმე №2კ-113-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.11.2025
- საქმე №2კ-343აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.10.2025
- საქმე №2კ-371აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.09.2025
- საქმე №ბს-881(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2025
- საქმე №2კ-148აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.07.2025
- საქმე №2კ-142აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.07.2025
- საქმე №2კ-262აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2025
- საქმე №2კ-22აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.06.2025
- საქმე №2კ-247აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.06.2025
- საქმე №2კ-1351აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.06.2025
- საქმე №2კ-1269აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.05.2025
- საქმე №2კ-68-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.04.2025
- საქმე №2კ-1346აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.04.2025
- საქმე №2კ-58-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.04.2025
- საქმე №2კ-56-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2025
- საქმე №2კ-773აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.12.2024
- საქმე №29აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.12.2024
- საქმე №ბს-886(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2024
- საქმე №2კ-204-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.12.2024
- საქმე №2კ-150-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.11.2024
- საქმე №2კ-168-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.11.2024
- საქმე №2კ-77-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2024
- საქმე №34აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.11.2024
- საქმე №2კ-292აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.09.2024
- საქმე №11აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.04.2024
- საქმე №2კ-1306აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2024
- საქმე №2კ-1395აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.04.2024
- საქმე №6აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.04.2024
- საქმე №2კ-1353აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.03.2024
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 422-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება