1. სამკურნალოდ, გადასანერგად, ექსპერიმენტისათვის ან სამკურნალო პრეპარატის დასამზადებლად ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღების იძულება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
[მუხლი 134. ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ქსოვილის ან უჯრედის აღების უკანონო იძულება
1. ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ქსოვილის ან უჯრედის აღების უკანონო იძულება −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
ბ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ;
გ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ;
დ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ;
ე) დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა:
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3623 – ვებგვერდი, 22.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №131 - ვებგვერდი, 30.12.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.12.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 13.12.2024 კანონი №131
- 01.11.2023 კანონი №3623
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.12.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 134. ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღების იძულება 1. სამკურნალოდ, გადასანერგად, ექსპერიმენტისათვის ან სამკურნალო პრეპარატის დასამზადებლად ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღების იძულება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 [მუხლი 134. ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ქსოვილის ან უჯრედის აღების უკანონო იძულება 1. ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ქსოვილის ან უჯრედის აღების უკანონო იძულება − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; ბ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ; გ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; დ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ; ე) დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით. (ამოქმედდეს 20252026 წლის 1 იანვრიდან)]სექტემბრიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №2კ-33-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.06.2026
…მითითებული დანაშაულებისთვის: შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 პუნქტით და 22-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მცდელობა); 134-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (თავდასხმა); 180-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (მუქარა);
- საქმე №2კ-1-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.01.2025
ა-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 134-ე მუხლით (პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო-ვიზუალური ჩანაწერების გავრცელება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით;
- საქმე №2კ-53-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.02.2021
„ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე−129-ე მუხლებით, 130-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ავადმყოფის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), 133-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 134-ე მუხლით, 135-ე მუხლით, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი…
- საქმე №2კ-136აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.06.2017
მ-ი მსჯავრდებულ იქნა განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის - საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 134-ე მუხლით, 2071-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც მან მოიხადა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2011 წლის 2 სექტემბერს.
- საქმე №2კ-11-I-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.03.2014
გ-ი, ძებნილი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 134-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) და სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზესტაფონის რაიონულმა პროკურატურამ მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა ძებნილი მსჯავრდებულის – კ.
- საქმე №89საზ.-2007 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.05.2009
- საქმე №2კ-1517აპ.-08 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.12.2008
- საქმე №412საზ.-2006 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.12.2007
- საქმე №2კ-459დად.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.12.2004
- საქმე №2კ-4კოლ.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.02.2003
- საქმე №2კ-14-I-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.05.2001
- საქმე №2კ-67კოლ.-2000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.09.2000
- საქმე №2კ-6კოლ.-20000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.02.2000
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება