საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 04.02.2000
საქმის ნომერი
2კ-6კოლ.-20000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.02.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 6 კოლ 4 თებერვალი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე გ. ბორჩხაძე

მოსამართლეები: რ. შველიძე, მ. ტურავა

განიხილა მსჯავრდებულ გ. ხ-ძის ადვოკატის _ ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 6 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც, _ გ. ხ-ძე, საქართველოს მოქალაქე, ქართველი, დროებით უმუშევარი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 117-ე მუხლის მეორე ნაწილით, 117-ე მუხლის მესამე ნაწილით, 134-ე მუხლით და სასჯელად საბოლოოდ განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

განაჩენით, გ. ხ-ძეს მსჯავრი დაედო შემდეგში: 1999 წლის ივნისში, ქუ-თაისში მცხოვრებმა გ. ხ-ძემ შენიშნა, ასევე ქუთაისში მცხოვრები არასრულწლოვა-ნი, 16 წლის მ. წ-ძე, მოეწონა იგი და გადაწყვიტა, ქორწინების მიზნით, მისი მო-ტაცება, 1999 წლის 20 ივნისს, მან ქალის მოტაცებაში თანამონაწილეობაზე დაითანხმა თავისი მეგობრები: ძ-ია, თ-ძე, მ-შვილი, ტაქსის მძღოლი ო-იანი და მათთან ერთად მივიდა … ქუჩის მეორე ჩიხში. ამ დროს მ. წ-ძე გამოდიოდა ქუჩაში მეგობრებთან ერთად. ხ-ძემ, თანმხლები პირების დახმარებით, ხელი ჩაავ-ლო წ-ძეს, ძალით ჩასვა მანქანაში და გაიტაცა იგი. იმავე დღეს წ-ძე მიიყვანეს სოფელ ტყაჩირში, ერთ-ერთი გამტაცებლის _ ძ-იას ოჯახში, სადაც ხ-ძემ ორჯერ _ 20 და 21 ივნისს, გაუპატიურა იგი. 1999 წლის 21 ივნისს, წ-ძის მშობლებმა მიაგნეს გატაცებულ ქალიშვილს და წამოიყვანეს იგი, ხოლო ხ-ძე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.

თავის საკასაციო საჩივარში, მსჯავრდებულ გ. ხ-ძის ადვოკატი ა. ქ-ძე უთითებს, რომ განაჩენი ხ-ძის მიმართ უსამართლოა, იგი უნდა გაუქმდეს და საქ-მე უნდა შეწყდეს მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გა-მო. ადვოკატი აღნიშნავს, რომ გ. ხ-ძემ საერთოდ გადათქვა აღიარებითი ჩვენებები, განმარტა, რომ წ-ძე თანახმა იყო მის ცოლობაზე, იგი არავის არ გაუუპატიურებია, არამედ დათანხმდა მასთან სქესობრივ კავშირს, მთელი ეს ამბავი იყო გათამაშებული, რათა დაეყოლებინათ მშობლები და მიეღოთ მათი თანხმობა ქორწინებაზე.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანაშემწე _ ე. ტ-ი ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა დასაბუთებულობა, მოუსმინა პროკურორს და მიიჩნია, რომ განაჩენი ხ-ძის მიმართ სწორია, კანონიერია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: განსასჯელის დაკითხვისას, ხ-ძემ თავი დამნაშავედ ცნო მხოლოდ წ-ძის მოტაცებაში, რაც შეეხება მის გაუპატიურებას, ამ ნაწილში მან თავი არ ცნო დამნაშავედ, გადათქვა თავისი აღიარებითი ჩვენებები და განაცხადა, რომ წ-ძე უნდოდა ცოლად, მთელი ეს ამბავი მასთან ერთად შეთხზა, მოახდინეს მოტაცების ინსცენირება,რათა მშობლებისაგან მიეღოთ თანხმობა ქორწინებაზე.

სასამართლომ არ გაიზიარა ხ-ძის ზემოთ მოყვანილი ვერსია და მის მსჯავრდებას არასრულწლოვან წ-ძის გაუპატიურებისათვის, საფუძვლად დაედო შემდეგი მტკიცებულებები:

დაზარალებულ წ-ძის თანმიმდევრული ჩვენებები, რომლებშიც იგი ამხელს ხ-ძეს მის მოტაცებასა და გაუპატიურებაში, დეტალურად აღწერს თუ როგორ ჩასვეს ძალით მანქანაში, როგორ გადმოაგდეს მანქანიდან დედამისი, რომელიც შვილის მიხმარებას ცდილობდა, როგორ წაიყვანეს წივილ-კივილის მიუხედავად სოფელ ტყაჩირში. წ-ძე აღწერს ასევე, თუ როგორ გააუპატიურა იგი ხ-ძემ, სად და რა ვითარებაში იხმარა მასზე ძალადობა, როგორ უწევდა იგი მას წინააღმდეგობას და ა. შ.

დაზარალებულ წ-ძის ჩვენებების რეალობა დაადასტურეს ექსპერტებმა _ გ-შვილმა და ა-ძემ, რომლებიც დაიკითხნენ საქმის გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე. საქმეშია ასევე სასამართლო-სამედიცინო, სასამართლო-ბიოლოგიური, სასამართლო-ფიზიკოტექნიკური ექპერტიზის დასკვნები, რომელთა მონაცემები ადასტურებს დაზარალებულ წ-ძის ჩვენებათა სისწორეს. ის, რომ წ-ძე ნამდვილად იყო გატაცებული, რაზედაც განაცხადა კიდეც სოფელ ტყაჩირში ჩასვლისას, დაადასტურეს მოწმეებმა: ე. ა-ძემ და ბ. ა-ძემ.

დაზარალებულმა განმარტა ისიც, რომ არანაირი ნაცნობობა ხ-ძესთან არ ჰქონია, არასოდეს არ ნდომებია მისი ცოლობა, არავითარ ინსცენირებაზე მასთან არ შეთანხმებულა და საერთოდ, არც იცნობდა ხ-ძეს მის მოტაცებამდე. მისი ეს განმარტება, ფაქტობრივად, დაადასტურეს ო-იანმა, მ-შვილმა, ძ-იამ და თ-ძემ, როდესაც აღწერეს, თუ როგორ მოიტაცეს 16 წლის წ-ძე ქუჩიდან, როგორ ყვი-როდა იგი და ცდილობდა მათგან თავის დაღწევას. მიუთითებენ იმასაც, რომ მან-ქანაში ჩაჯდომის შემდეგაც წ-ძე აგრძელებდა ყვირილს და მათთვის წინააღმდეგობის გაწევას.

ასეთ ვითარებაში, სასამართლომ სწორი ანალიზი გაუკეთა საქმის მასალებს და სწორად დასდო მსჯავრი ხ-ძეს გაუპატიურებაში. საფუძვლიანად არის სასამართ-ლოს მიერ უარყოფილი ხ-ძის ვერსია მომხდარის ინსცენირებასთან დაკავშირებით.

ამასთან, პალატა თვლის, რომ განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება ხ-ძის მსჯავრდების შესახებ სსკ 117-ე მუხლის მეორე ნაწილით, რამდენადაც წ-ძის ორჯერ გაუპატიურება მოცული იყო მისი ერთიანი განზრახვით. პალატას მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში ხ-ძის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ სსკ 117-ე მუხლის მესამე ნაწილით. განაჩენი სხვა ნაწილში კი უნდა დარჩეს უცვლელად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის მოთხოვნას პალატა არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 6 დეკემებრის განაჩენში გ. ხ-ძის მიმართ შეტანილი იქნეს ცვლილება იმ მიმართებით, რომ განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება სსკ 117-ე მუხლის მე-2-ე ნაწილით მისი მსჯავრდების შესახებ. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიმართ საკასაციო ინსტანციამ საქართველოს სსკ-ის 471 მუხლის გამოყენების საფუძველი ვერ ჰპოვა იმ მიზეზით, რომ პიროვნული ხასიათის გამო მას ჯიუტად არ სურს დაადგეს გამოსწორების გზას და მის მიმართ საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომების გამოყენება ნაკლებად ეფექტურია.