1. სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისათვის მედიცინის მუშაკის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების არასაპატიო მიზეზით გაუწევლობა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც ავადმყოფის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 130. ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება 1. სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისათვის მედიცინის მუშაკის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების არასაპატიო მიზეზით გაუწევლობა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, რამაც ავადმყოფის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №2კ-724აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.12.2025
ი-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 130-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. 2.2. გაუქმდა ვ. ი-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
- საქმე №2კ-19-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.04.2022
ვ-ს ა-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ა-ს რესპუბლიკის ვ-ს პროკურატურის 2019 წლის 15 მარტის დაკავების ბრძანებაში და დასჯადია ა-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით, 128-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-3 და მე-5 ქვეპუნქტებით და 130-ე მუხლის მე-2 პუნქტით (მძიმე კატეგორიის ქურდობა, ჩადენილი საზოგადოდ აღიარებული ხელოვნების ან ისტორიული ღირებულების მქონე ნივთის მიმართ, რომელიც განთავსებულია საყოველთაოდ ხელმისაწვდომ კოლექციაში და რომლის ღირებულება აღემატება 5 000 ევროს, კრიმინალური გაერთიანების ფარგლებში).
- საქმე №2კ-53-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.02.2021
„ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე−129-ე მუხლებით, 130-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ავადმყოფის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), 133-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 134-ე მუხლით, 135-ე მუხლით, 185-ე…
- საქმე №ას-1268-1526-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2010
ნ-ძის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ვინაიდან არ არსებობდა სისხლის სამართლის კანონით დადგენილი ქმედება.
- საქმე №2კ-1091აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.01.2008
…მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის განაჩენით თ. ს-ძე, _ დაბადებული....... წლის........, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 130-ე მუხლის მე-2 ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისათვის არასაპატიო მიზეზით მედიცინის მუშაკის მიერ გადაუდებელი…
- საქმე №2კ-282აპ.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.12.2003
- საქმე №2კ-168დად.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.09.2002
- საქმე №330100118002736489 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.04.2019
- საქმე №330100117001675178 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.12.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება