1. სხვისთვის შიდსის განზრახ შეყრის საფრთხის შექმნა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
2. სხვისთვის შიდსის განზრახ შეყრა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
3. სხვისთვის შიდსის გაუფრთხილებლობით შეყრა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (28.12.2005 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 131. შიდსის შეყრა 1. სხვისთვის შიდსის განზრახ შეყრის საფრთხის შექმნა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 2. სხვისთვის შიდსის განზრახ შეყრა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვაოთხიდან შვიდ წლამდე. 3. სხვისთვის შიდსის გაუფრთხილებლობით შეყრა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ორი ან მეტი პირის მიმართ; ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათხუთიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(18)
- საქმე №2კ-541აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.08.2022
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 131-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამომცნობს ამოსაცნობი უნდა წარედგინოს იმავე სქესის არანაკლებ ორ ისეთ პირთან ერთად, რომლებიც ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან მკვეთრად არ განსხვავდებიან გარეგნობითა და ტანსაცმლით.
- საქმე №2კ-470აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.03.2021
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლითა და 131-ე მუხლის მე-2 ნაწილით მ. ტ–ს მიმართ წარდგენილ ეპიზოდებში და აღნიშნულ ნაწილებშიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას კანონშესაბამისი სასჯელის განსაზღვრით.
- საქმე №2კ-20-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.05.2020
ჩ-ს ბრალად ედება რ-ის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება) და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (საცხოვრებელ ბინაში უკანონო შეღწევა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
- საქმე №2კ-653აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.04.2019
სანთებელის ამოცნობა ჩატარებულია საქართველოს სსკ-ის 131-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან არ გამოვლენილა მისი ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები, რაც დაადასტურებდა მისი მეპატრონის ვინაობას, რითაც ასევე დაირღვა საპროცესო ნორმათა მოთხოვნები;
- საქმე №2კ-655აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.04.2019
ს-ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება - პირის ამოცნობა და ამოცნობის შედეგებზე შედგენილი ოქმი მოპოვებულია საქართველოს სსკ-ის 131-ე მუხლის მოთხოვნათა უხეში დარღვევით; გამოძიების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა ე. ს-ის მიერ 2017 წლის 24 ივნისს შედგენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შემცველი განცხადება, თუმცა იგი შეტყობინებების აღრიცხვის წიგნში რეგისტრირებულია ერთი თვის შემდეგ - 2017 წლის 24 ივლისს;
- საქმე №2კ-486აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.02.2019
- საქმე №2კ-633აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.05.2018
- საქმე №2კ-38აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.06.2015
- საქმე №102საზ.-2008 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.10.2008
- საქმე №2კ-183დად.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.06.2005
- საქმე №ბს-438-553-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.03.2004
- საქმე №010141318700068671 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 25.04.2019
- საქმე №330100117002119919 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 22.04.2019
- საქმე №330100116001652333 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 07.02.2019
- საქმე №330100118002686988 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.09.2019
- საქმე №330100118002374761 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.06.2019
- საქმე №330100117002183789 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.04.2019
- საქმე №330100117002172138 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.03.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება