განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 17.12.2008
საქმის ნომერი
2კ-1517აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.12.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1517-აპ 17 დეკემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზესტაფონის რაიონული პროკურორის მოადგილის, პროკურორ ვ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე

აღწერილობითი ნაწილი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 ივლისის განაჩენით:

ბ. შ., _ დაბადებული .. წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის განაჩენით ბ. შ-ს მიმართ შეფარდებული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით და დამატებითი სასჯელი _ ჯარიმა 2000 ლარი. საბოლოოდ ბ.შ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით და დამატებითი სასჯელი _ ჯარიმა 2000 ლარი.

ბ. შ-ს “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, 3 წლის ვადით ჩამოერთა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის შენახვისა და ტარების უფლება. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 20 აპრილიდან.

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ ბ. შ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2007 წლის 5 ივლისს ბ. შ. გაასამართლა ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 134-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) და სასჯელის ზომად განუსაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინა 2 წელი, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 მაისის დადგენილებით ნარკოტიკული საშუალება “ბუპრენორფინის” ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონო, მოხმარებისათვის ბ. შ. ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე შეეფარდა ადმინისტარციული სახდელი _ ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

2008 წლის 20 აპრილს ბ. შ. ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს თანაშრომლებმა შეამოწმეს ნარკოტიკულ თრობაზე და საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული საექსპერტო სამსახურის მიერ ჩატარებული ნარკოლოგიური გამოკვლევის ¹343540 დასკვნის საფუძველზე დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება “მეტამფეტამინის” მოხმარების ფაქტი.

აღნიშნული განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის განაჩენით შევიდა შემდეგი ცვლილება:

ბ. შ., ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

დანარჩენ ნაწილში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 ივლისის განაჩენი ბ. შ-ს მიმართ დარჩა უცვლელი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის განაჩენით ბ. შ-ს მიმართ შეფარდებული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით და დამატებითი სასჯელი ჯარიმა _ 2000 ლარი. საბოლოოდ ბ. შ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით და დამატებითი სასჯელი _ ჯარიმა 2000 ლარი.

ბ. შ-ს “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, 3 წლის ვადით ჩამოერთა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინოდაწესებულებაში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის შენახვისა და ტარების უფლება.

ზესტაფონის რაიონული პროკურორის მოადგილე, პროკურორი ვ. ჭ. საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის განაჩენის გაუქმებასა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაოთვალისწინა საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა და მსჯავრდებულ ბ. შ-ს, ნაცვლად 1 წლით თავისუფლების აღკვეთისა, არასწორად შეუფარდა სასჯელის ზომად 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ამ კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2008 წლის 25 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გოჩა ზარაძის მიმართ გააუქმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის განაჩენი და საქმე გადასცა იმავე სასამართლოს ახალი სასამართლო განხილვისათვის.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმე ა. წ-ს ჩვენებით; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 მაისის დადგენილებითა და 5 ივლისის განაჩენებით; საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს გამოკვლევის ¹343540 დასკვნით, მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის, ექიმ-ნარკოლოგის კ. თ-ს ჩვენებით უტყუარად არის დადასტურებული მსჯავრდებულ ბ. შ-ს მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტი, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს გამოკვლევის ¹343540 დასკვნით, ბ. შ-ს დაუდგინდა, რომ იგი კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ხოლო ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად ბუნებრივ მასალაში _ შარდში დაუდგინდა “მეტამფეტამინი”-ს შემცველობა;

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის, ექიმ-ნარკოლოგის კ. თ-ს ჩვენებით, დადგენილია, რომ მასთან ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების მიზნით მიყვანილ ბექა შარიქაძეს დაუდგინდა, რომ იგი კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ხოლო ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად ბუნებრივ მასალაში _ შარდში დაუდგინდა “მეტამფეტამინის” შემცველობა. მან განუმარტა ბ. შ-ს, რომ თუ არ დაეთანხმებოდა ექსპერტის დასკვნას, შეეძლო იგი გაესაჩივრებინა 14 დღის ვადაში, რაც მან არ გააკეთა. სპეციალურ გრაფაზე, ბ. შ-მ გააკეთა ჩანაწერი, რითაც დაადასტურა, რომ იგი დაესწრო ნიმუშის გამოკვლევას და არანაირი პრეტენზია ექსპერტიზის დასკვნაზე არ გააჩნია.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

პალატა იზიარებს პროკურორ ვ. ჭ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე და მისი გამკაცრების მიზნით საქმის დაბრუნებას სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის შესაბამისად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას,” რაც სახეზეა ბ. შ-ს დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისას.

იმავე კოდექსის 58-ე მუხლის I ნაწილის თანახმად: “დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას”.

კანონით დადგენილი ზემოაღნიშნული წესის გათვალისწინებით, რომელიც ძალაში შევიდა 2007 წლის 22 ივნისის კანონის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა და მსჯავრდებულს ნაცვლად, 1 წლისა, არასწორად შეუფარდა სასჯელის ზომა _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ბ. შ-ს სასჯელი დაუნიშნა კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ საქმის ხელმეორედ განხილვის დროს უნდა მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზესტაფონის რაიონული პროკურორის მოადგილის, პროკურორ ვ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ნოემბრის განაჩენი ბ. შ-ს მიმართ და საქმე გადაეცეს იმავე სასამართლოს ახალი სასამართლო განხილვისათვის.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.