ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით ან/და 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ან ამ მუხლით ან ამ კოდექსის 260-ე ან 2601 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ, −
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს სათანადო ქმედების ჩადენისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები.
2. ამ მუხლის მიზნებისთვის უკანონო მოხმარებად არ მიიჩნევა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით განსაზღვრული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე და 92-ე გრაფებით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებების − მცენარე კანაფისა და მარიხუანის მოხმარება.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5184 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.281
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინება №3/2/771,775,776, 777,786,787,788 – ვებგვერდი, 11.10.2016წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინება №1/16/770 – ვებგვერდი, 27.12.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1221 - ვებგვერდი, 28.07.2017წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/13/732– ვებგვერდი, 04.12.2017წ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №499 - ვებგვერდი, 17.04.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №922 – ვებგვერდი, 03.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.07.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 02.07.2025 კანონი №922
- 16.04.2025 კანონი №499
- 26.07.2017 კანონი №1221
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (24.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 273. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით ან/და 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ან ამ მუხლით ან ამ კოდექსის 260-ე ან 2601 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ, − ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს სათანადო ქმედების ჩადენისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები. 2. ამ მუხლის მიზნებისთვის უკანონო მოხმარებად არ მიიჩნევა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით განსაზღვრული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე და 92-ე გრაფებით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებების − მცენარე კანაფისა და მარიხუანის მოხმარება. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5184 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.281 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინება №3/2/771,775,776, 777,786,787,788 – ვებგვერდი, 11.10.2016წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინება №1/16/770 – ვებგვერდი, 27.12.2016წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/13/732– ვებგვერდი, 04.12.2017წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2168)
- საქმე №2კ-210აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2026
…საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა (ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე…
- საქმე №2კ-17-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.06.2026
მ-ს ბრალი დაედო ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მცირე ოდენობით უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ამ კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით: თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა მ.
- საქმე №31აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.04.2026
ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2007 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №2კ-10-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.04.2026
…გ. ტ-ი, დაბადებული.... წლის... მარტს, პირადი №..., ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით;
- საქმე №2კ-3-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.01.2026
ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ პუნქტებით, ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ა’’ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლით და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
- საქმე №2კ-607აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.12.2025
- საქმე №2კ-657აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.12.2025
- საქმე №2კ-509აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.11.2025
- საქმე №2კ-108-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.10.2025
- საქმე №2კ-375აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.09.2025
- საქმე №2კ-252აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.08.2025
- საქმე №2კ-11აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2025
- საქმე №8აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.07.2025
- საქმე №2კ-1359აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2025
- საქმე №2კ-26-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.02.2025
- საქმე №2კ-772აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2024
- საქმე №2კ-216-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.12.2024
- საქმე №2კ-188-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.12.2024
- საქმე №2კ-168-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.11.2024
- საქმე №2კ-185-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.11.2024
- საქმე №2კ-128-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.11.2024
- საქმე №2კ-90-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2024
- საქმე №ბს-656(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2024
- საქმე №2კ-288აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.08.2024
- საქმე №2კ-431აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.08.2024
- საქმე №2კ-1415აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.06.2024
- საქმე №2კ-117აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.06.2024
- საქმე №2კ-993აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2024
- საქმე №34აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.02.2024
- საქმე №2კ-998აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.02.2024
- საქმე №27აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.11.2023
- საქმე №2კ-832აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.10.2023
- საქმე №2კ-207აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.06.2023
- საქმე №43აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2023
- საქმე №2კ-23-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.04.2023
- საქმე №2კ-1188აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.04.2023
- საქმე №39აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.01.2023
- საქმე №2კ-776აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.12.2022
- საქმე №28აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.12.2022
- საქმე №2კ-872აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.11.2022
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 2168-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება