განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 15.04.2026
საქმის ნომერი
31აგ.-2025
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
15.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №31აგ-25 15 აპრილი, 2026 წელი

ქ-ე დ., №31აგ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ქ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – რ. რ-ის – საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით, დ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2007 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2007 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2007 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით კი განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, დ. ქ-ეს განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, 5 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ დ. ქ-ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა 2007 წლის 17 სექტემბრიდან.

2. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის განაჩენით:

დ. ქ-ე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

დ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დ. ქ-ეს სასჯელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენიდან მოუხდელი სასჯელი 18 წელი, 9 თვე და 12 დღე და, საბოლოოდ, დ. ქ-ეს განესაზღვრა 35 წლით, 9 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ დ. ქ-ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა 2007 წლის 5 დეკემბრიდან.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება:

დ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დ. ქ-ეს სასჯელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და დ. ქ-ეს სასჯელად განესაზღვრა 35 წლით, 5 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 30 წელი, 5 თვე და 9 დღე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში რეალურად მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო, 5 წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 5 წელი.

დ. ქ-ეს სასჯელის ვადა აეთვალა 2008 წლის 8 აპრილიდან.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 25 ივნისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენზე.

5. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 მარტის დადგენილებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის საფუძველზე, დ. ქ-ეს გაუნახევრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი და მოსახდელად დარჩა 29 წლით, 11 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით:

დ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნულ სასჯელს დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი – 28 წლით, 5 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – ამავე განაჩენით განსაზღვრული პირობითი სასჯელი 5 წელი და, საბოლოოდ, დ. ქ-ეს სასჯელად განესაზღვრა 34 წლით, 11 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 29 წელი, 11 თვე და 8 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო, 5 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. დ. ქ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 9 ოქტომბრიდან.

7. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის დადგენილებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის საფუძველზე, დ. ქ-ეს გაუნახევრდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით და წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 მარტის დადგენილებით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი – 6 თვე და, საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა 29 წელი, 6 თვე და 17 დღე. დ. ქ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი დარჩა უცვლელად.

8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელებიდან, საბოლოოდ, დ. ქ-ეს განესაზღვრა – 27 წლით, 4 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 22 წელი, 4 თვე და 15 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო, 5 წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის განჩინებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივლისის განაჩენით, დ. ქ-ის შუამდგომლობა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის განჩინება.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 6 თებერვლის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

12. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით, დ. ქ-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

14. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 ოქტომბრის განჩინებით:

დ. ქ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის დანიშნულ სასჯელებზე, ასევე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელებზე და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელზე – არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, დ. ქ-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით შემცირებული 9 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შეიკრიბა მთლიანად და, საბოლოოდ, დ. ქ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 12 წელი და 9 თვე, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 7 წელი და 9 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო, 5 წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, დ. ქ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენითა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ქ-ეს სასჯელად განესაზღვრა – 26 წლით, 7 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 21 წელი, 7 თვე და 15 დღე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო, 5 წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი.

მსჯავრდებულ დ. ქ-ეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 17 სექტემბრიდან; მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონით შემცირებული აქვს 75 დღით.

15. 2025 წლის 24 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ დ. ქ-ის ადვოკატმა – რ. რ-მა, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენში, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 25 ივნისის განჩინებაში და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და დ. ქ-ისათვის დანიშნული სასჯელის შემცირება (თავისუფლების აღკვეთის 5 თვითა და 9 დღით), „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილში განხორციელებული ცვლილების თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს. ვინაიდან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით დ. ქ-ეს სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 35 წლით, 5 თვითა და 9 დღით, ადვოკატის მოსაზრებით, განაჩენი გადასასინჯია, რადგან დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა აღემატება საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრულ 35 წლიან ვადას. იმავდროულად, დაცვის მხარის შეფასებით, ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო გადასასინჯია გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენიც. ეს განაჩენი განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრულ სასჯელს მოიცავდა, რომელშიც გათვალისწინებული იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელიც. მართალია, სასჯელის საბოლოო ვადა აღარ აღემატებოდა 35 წელს, თუმცა მისი შემცირება განპირობებული იყო იმით, რომ დ. ქ-ეს სასჯელის ნაწილი უკვე მოხდილი ჰქონდა. შედეგად, წინა განაჩენით დარჩენილი მოსახდელი სასჯელის ახალ განაჩენთან მიმატების შემდეგ, საბოლოო სასჯელი განაჩენთა ერთობლიობით 35 წელს არ აღემატებოდა. რეალურად კი, დ. ქ-ისათვის განსაზღვრული სასჯელი არ შემცირებულა კანონში შეტანილი ცვლილებების გამო.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 6 თებერვლის განჩინებით, მსჯავრდებულ დ. ქ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – რ. რ-ის – შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 6 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ქ-ის ადვოკატმა – რ. რ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობაში მითითებული განაჩენების გადასინჯვა.

18. საქართველოს უზენაესი სასმართლოს 2025 წლის 28 ივლისის განჩინებით, მსჯავრდებულ დ. ქ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – რ. რ-ის – საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 6 თებერვლის განჩინება და მიეთითა სააპელაციო სასამართლოს რომ დაეშვა მსჯავრდებულ დ. ქ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა.

19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის განაჩენით:

მსჯავრდებულ დ. ქ-ის ადვოკატის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

დ. ქ-ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის და წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის განაჩენებში შევიდა ცვლილება:

დ. ქ-ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და, დ. ქ-ეს განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, დ. ქ-ეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 35 წლით, საიდანაც 30 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა განესაზღვრა რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 5 წელი. დ. ქ-ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა 2008 წლის 8 აპრილიდან – პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის დადგენის დღიდან.

დ. ქ-ის მიმართ გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

დ. ქ-ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნულ სასჯელს დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული და წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 მარტის დადგენილებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული, მოუხდელი რეალური სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 27 წლით, 11 თვით და 29 დღით, ასევე – ამავე განაჩენით განსაზღვრული პირობითი სასჯელი – 5 წელი და, საბოლოოდ, დ. ქ-ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 34 წლით, 5 თვითა და 29 დღით, საიდანაც 29 წლის, 5 თვის და 29 დღის მოხდა განესაზღვრა რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 5 წელი.

სხვა, მათ შორის ნივთიერი მტკიცებულების, ნაწილში დ. ქ-ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენი, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად. ასევე, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლისა და 2024 წლის 14 ოქტომბრის განჩინებები;

დ. ქ-ეს საბოლოო სასჯელი განსაზღვრული აქვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 ოქტომბრის განჩინებით.

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ქ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – რ. რ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საკასაციო საჩივარში მითითებული განაჩენების გადასინჯვა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 ოქტომბრის განჩინებით დ. ქ-ისათვის დანიშნული საბოლოო სასჯელის შემცირება (თავისუფლების აღკვეთის 5 თვითა და 9 დღით), 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის – „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ – საფუძველზე. კასატორის მოსაზრებით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილში განხორციელებული ცვლილებით, განაჩენთა ერთობლიობის დროს, საბოლოოდ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს. დ. ქ-ეს კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით სასჯელად დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 35 წლით, 5 თვითა და 9 დღით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 5 თვით და 9 დღით, უნდა მოაკლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 ოქტომბრის განჩინებით განსაზღვრულ საბოლოო სასჯელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონი ადგენს, რომ განაჩენთა ერთობლიობის დროს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, საბოლოო სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.

3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, ასევე, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით, დ. ქ-ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა სასჯელთა სრულად შეკრების წესი. იმ დროისთვის მოქმედი საქართველოს სსკ-ის რედაქციის მიხედვით (სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი), განაჩენთა ერთობლიობისას გათვალისწინებული იყო მხოლოდ სასჯელთა სრულად შეკრების წესი – ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად ემატებოდა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. შესაბამისად, დ. ქ-ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას, სასჯელები შეიკრიბა სრულად. შედეგად, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 35 წლით, 5 თვით და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა.

4. შემდგომში, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით დ. ქ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელის შემცირება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ დ. ქ-ეს სასჯელის დანიშვნისას მოაკლდა ის ნაწილი, რომელიც განაჩენის გამოტანის დროისთვის უკვე ჰქონდა მოხდილი. ასევე, მის სასჯელს მოაკლდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 მარტის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი.

5. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ზემდგომი სასამართლოს მითითება და საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო, გადასინჯა, როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 ოქტომბრის, ისე – გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი და დ. ქ-ეს დანიშნული სასჯელები შეუმსუბუქა, თუმცა აღნიშნულ ცვლილებას გავლენა არ ჰქონია საბოლოო სასჯელზე, ვინაიდან მსჯავრდებულს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლისა და 2024 წლის 14 ოქტომბრის განჩინებებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონების (2012 წლის 28 დეკემბრისა და 2024 წლის 17 სექტემბრის) საფუძველზე, უკვე შემცირებული ჰქონდა დანიშნული სასჯელები.

6. საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის ახალი რედაქცია განსაზღვრავს, რომ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის მაქსიმალური, 35-წლიანი ზღვარი, გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კანონით გათვალისწინებული შეღავათები დანიშნულ სასჯელებზე არ ვრცელდება.

7. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში დ. ქ-ის მიმართ უკვე გამოყენებული იყო კანონით გათვალისწინებული შეღავათები, კერძოდ, ამნისტიის აქტებით სასჯელის შემცირება. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საბოლოო სასჯელი მნიშვნელოვნად ნაკლები აღმოჩნდა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის ახალი რედაქციით (2013 წლის 17 აპრილის ცვლილებით) განსაზღვრულ 35-წლიან მაქსიმალურ ზღვარზე. შესაბამისად, დანიშნული სასჯელები აღარ ექვემდებარება დამატებით შემცირებას, რადგან კანონით გათვალისწინებული შეღავათები უკვე გამოყენებულია, სასჯელის მოცულობა კი – შესაბამისი წესით შემცირებული.

8. ამდენად, მსჯავრდებულ დ. ქ-ის ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით, საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. ქ-ის ადვოკატ რ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. შეიცვალოს დ. ქ-ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის და წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის განაჩენები.

4. დ. ქ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს:

– საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

– საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

– საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს მთლიანად და, დ. ქ-ეს განესაზღვროს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, დ. ქ-ეს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 35 წლით, საიდანაც სასჯელის ნაწილი – 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო, სასჯელის დარჩენილი ნაწილი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 წელი.

დ. ქ-ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს 2008 წლის 8 აპრილიდან – პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის დადგენის დღიდან.

5. შეიცვალოს დ. ქ-ის მიმართ გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი.

6. დ. ქ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნულ სასჯელს დაემატოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული და წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 მარტის დადგენილებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული, მოუხდელი რეალური სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 27 წლით, 11 თვით და 29 დღით, ასევე – ამავე განაჩენით განსაზღვრული პირობითი სასჯელი – 5 წელი და დ. ქ-ეს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 34 წლით, 5 თვითა და 29 დღით, საიდანაც, სასჯელის ნაწილი – 29 წლით, 5 თვით და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო, სასჯელის დარჩენილი ნაწილი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 წელი.

7. სხვა, მათ შორის ნივთიერი მტკიცებულების, ნაწილში დ. ქ-ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენი და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლისა და 2024 წლის 14 ოქტომბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

9. ცნობად იქნეს მიღებული, რომ დ. ქ-ეს საბოლოო სასჯელი განსაზღვრული აქვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 ოქტომბრის განჩინებით.

10. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე