1. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), საბრძოლო მასალის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
4. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
5. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
6. ამ მუხლის მე-3, მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ მუხლის მე-3, მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.
შენიშვნა: ის, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს ამ მუხლით გათვალისწინებულ საგნებს, გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271
საქართველოს 2015 წლის 12
ივნისის
კანონი
№3705
- ვებგვერდი, 30.06.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 10
ივლისის კანონი
№
4007
- ვებგვერდი, 13.07.2015წ.
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის
ივნისის
კანონი №2453
–
ვებგვერდი,12.06.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.07.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 10.07.2015 კანონი №4007
- 12.06.2015 კანონი №3705
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 236. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება 1. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. 3. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), საბრძოლო მასალის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. 4. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 5. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. 6. ამ მუხლის მე-3, მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ მუხლის მე-3, მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე. შენიშვნა: ის, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს ამ მუხლით გათვალისწინებულ საგნებს, გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271 საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის ივნისის კანონი №2453 – ვებგვერდი, 12.06.2018
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3338)
- საქმე №2კ-74აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.07.2026
დ–ეს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2007 წლის რედაქციით) წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა;
- საქმე №2კ-40-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.07.2026
სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 235-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა, გადატანა, ტარება, დანაშაულის ორი ეპიზოდი) აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, მათი კვალიფიკაცია მოხდებოდა სულ მცირე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
- საქმე №6აგ.-2026 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2026
ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის „ე“, „თ“ და „კ“ პუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111, 140-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №2კ-79აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.07.2026
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის ორგანიზება (სსკ-ის 25, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი); „ქურდული სამყაროს“ წევრობა ( სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ელი ნაწილი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით: · 2022 წლის 14 და 15 სექტემბერს ზ.
- საქმე №2კ-131აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.07.2026
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით. 1.1.4. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
- საქმე №2კ-3აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.07.2026
- საქმე №2კ-31აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.07.2026
- საქმე №2კ-100აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.07.2026
- საქმე №2კ-25-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2026
- საქმე №2კ-120აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2026
- საქმე №ბს-67(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2026
- საქმე №2კ-1098აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.05.2026
- საქმე №2კ-23-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.05.2026
- საქმე №2კ-1072აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.04.2026
- საქმე №2კ-1103აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.04.2026
- საქმე №31აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.04.2026
- საქმე №2კ-916აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.04.2026
- საქმე №2კ-1063აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.04.2026
- საქმე №2კ-5-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2026
- საქმე №2კ-1061აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.04.2026
- საქმე №2კ-1128აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.03.2026
- საქმე №2კ-890აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.03.2026
- საქმე №2კ-922აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.03.2026
- საქმე №28აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.03.2026
- საქმე №ბს-815(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2026
- საქმე №24აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2026
- საქმე №2კ-815აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2026
- საქმე №2კ-819აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.02.2026
- საქმე №2კ-1021აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.02.2026
- საქმე №2კ-810აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.02.2026
- საქმე №2კ-3-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.01.2026
- საქმე №2კ-843აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.01.2026
- საქმე №2კ-765აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.01.2026
- საქმე №2კ-992აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.12.2025
- საქმე №2კ-852აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.12.2025
- საქმე №ბს-371(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.12.2025
- საქმე №2კ-626აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.12.2025
- საქმე №ბს-938(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2025
- საქმე №2კ-124-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.12.2025
- საქმე №2კ-742აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.12.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 3338-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება