თავი XIV — მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
1. სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) შესაბამისი ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა ან ტარება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) მართლსაწინააღმდეგო გადაცემა ან გასხვისება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით ან ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით, იარაღის კონფისკაციით.
შენიშვნა: თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღის კონფისკაცია გამოყენებული არ ყოფილა, მას შესაბამისი ნებართვის მოსაპოვებლად 30 დღის ვადა მიეცემა. ამ ვადაში პირს აღნიშნული ნებართვის გარეშე სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) შეძენისთვის, შენახვისთვის ან ტარებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2015 წლის 12
ივნისის
კანონი
№3706
– ვებგვერდი, 30.06.2015წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3101 – ვებგვერდი, 13.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 31.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 31.05.2023 კანონი №3101
- 12.06.2015 კანონი №3706
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №2კ-915აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.03.2011
გ-ს 2007 წლის 22 დეკემბერს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენისათვის სახდელის ზომად დაენიშნა ჯარიმა - 20 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
- საქმე №190100119002891737 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.12.2019
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 167-ე, 180-ე მუხლებით, 181-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 182-ე, 183-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევების ჩადენისას პოლიციის მუშაკებს უფლება აქვთ საქმის განხილვამდე…
- საქმე №190100119002891737 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 24.05.2019
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ამ კოდექსის 167-ე, 180-ე მუხლებით, 181-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 182-ე, 183-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევების ჩადენისას პოლიციის მუშაკებს უფლება აქვთ საქმის განხილვამდე…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება