თავი XIV — მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
1. ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ნებართვის მქონე პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის შენახვის წესის დარღვევა –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე.
2. ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის მქონე პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა, ან სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ნებართვის მქონე პირის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების წესის დარღვევა დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი იმავე სამართალდარღვევის ჩადენისთვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, იარაღისა და საბრძოლო მასალის კონფისკაციით.
4. ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის მოვლა-დაცვისთვის პასუხისმგებელი საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაკის მიერ მისი შენახვის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა ან ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის არადანიშნულებისამებრ გამოყენება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 1 000 ლარამდე ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი სამართალდარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2015 წლის 12
ივნისის
კანონი
№3706
– ვებგვერდი, 30.06.2015წ.
საქართველოს 2021 წლის 12 ივლისის კანონი №712 – ვებგვერდი, 14.07.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.07.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 12.07.2021 კანონი №712
- 12.06.2015 კანონი №3706
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ბს-237(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2024
მითითებული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), ამ კოდექსის 181 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება ან ბაზარზე უკვე…
- საქმე №ბს-1401(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2023
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ წესების მე-18 და მე-181 მუხლებიდან გამომდინარე დააკისრა ახალი მომხმარებლის წყალანირების ქსელზე მიერთების საფასური 11 500 ლარი ანუ თანხა, (ხარჯი) რომელიც მიმწოდებელს არ გაუწევია და რომლის ანაზღაურებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
- საქმე №2კ-466აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.09.2022
მ-ს უფლება ჰქონდა, კანონიერად შეენახა მის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა მან დაარღვია იარაღის შენახვის წესი, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული და არა - სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ნებართვის მქონე პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის შენახვის წესის დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე.
- საქმე №ბს-551-548(გ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.09.2017
…სამართალდარღვევის შესახებ ოქმი; ამასთან, მე-4 ნაწილით ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. ამავე კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, ამ კოდექსის მე-181 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება ან ბაზარზე უკვე…
- საქმე №2კ-76კოლ.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2004
…განაჩენით ზ. კ-ნი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ _ გაუქმდა. ზ.კ-ნი მიეცა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისთანავე მოცემული საქმე განსჯადობით უნდა გადაეგზავნოს სოხუმის რაიონულ და სოხუმის საქალაქო სასამართლოს.
- საქმე №190100119002891737 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.12.2019
- საქმე №190100119002891737 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 24.05.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება