1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დავალების ხასიათიდან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, შეინახოს, ატაროს ან/და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი.
2. მოსამსახურეს უფლება აქვს, გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი უკიდურესი ღონისძიების სახით, შექმნილი საფრთხისაგან (მათ შორის, საშიში ცხოველის თავდასხმისაგან) სხვისი ან/და საკუთარი სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის დასაცავად.
3. მოსამსახურე ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს.
4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხას, აგრეთვე მათი შენახვის, გამოყენებისა და ტარების წესს განსაზღვრავს მინისტრი.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.12.2018 კანონი №4067
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (06.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 60. მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება 1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დავალების ხასიათიდან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, შეინახოს, ატაროს ან/და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. 2. მოსამსახურეს უფლება აქვს, გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი უკიდურესი ღონისძიების სახით, შექმნილი საფრთხისაგან (მათ შორის, საშიში ცხოველის თავდასხმისაგან) სხვისი ან/და საკუთარი სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის დასაცავად. 3. მოსამსახურე ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს. 4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხას, აგრეთვე მათი შენახვის, გამოყენებისა და ტარების წესს განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი.მინისტრი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 06/07/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება