1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 20 000 (ოცი ათასი) ლარი;
ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;
გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 10 000 (ათი ათასი) ლარი.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, თუ ეს დაზიანება შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს ამ მეხანძრე-მაშველის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, პიროვნული და საქმიანი თვისებებისა და განათლების შესაბამის სხვა თანამდებობაზე დასაქმებას.
3. მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ მუხლით განსაზღვრული ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1273 - ვებგვერდი, 22.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1273
- 22.12.2018 კანონი №4067
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (10.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 65. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანება 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაშიშემთხვევაში, მას, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, მინისტრის ბრძანებითინდივიდუალური დადგენილიადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესითაქტით მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 420 000 (ოთხი(ოცი ათასი) ლარი; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 715 000 (შვიდი(თხუთმეტი ათასი) ლარი.ლარი; 2.გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანებისმსუბუქი შემთხვევაშიდაზიანებისას საგანგებო– სიტუაციების10 მართვის000 სამსახური(ათი უზრუნველყოფსათასი) მისილარი. მკურნალობის2. ხარჯების ანაზღაურებას. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, თუ ეს დაზიანება შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს ამ მეხანძრე-მაშველის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, პიროვნული და საქმიანი თვისებებისა და განათლების შესაბამის სხვა თანამდებობაზე დასაქმებას. 4.3. თუმოსამსახურის ამჯანმრთელობის მუხლისდაზიანების მე-3ხარისხი პუნქტითგანისაზღვრება გათვალისწინებულსაქართველოს შემთხვევაშიკანონმდებლობით საგანგებოდადგენილი სიტუაციებისწესით. მართვის4. სამსახურიამ ობიექტურიმუხლით მიზეზისგანსაზღვრული გამოერთჯერადი ვერფულადი უზრუნველყოფსდახმარების საგანგებოგაცემის სიტუაციებისწესი მართვისგანისაზღვრება სამსახურისმინისტრის მეხანძრე-მაშველის სამსახურში დასაქმებას, მას უმუშევრობის პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, ყოველთვიურად ეძლევა კომპენსაცია ბოლო დაკავებული თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით. 5. მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.ბრძანებით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 06/07/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება