თავი IX — საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღების, მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების და მათ მიერ სამსახურის გავლის წესი
1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სიგელით დაჯილდოება;
ე) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
ვ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
ზ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა;
თ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ი) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედალიონით დაჯილდოება;
კ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედლით დაჯილდოება.
2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის მიმართ, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმებისა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) (ამოღებულია - 06.09.2022, №1715);
ბ) (ამოღებულია - 06.09.2022, №1715);
გ) (ამოღებულია - 06.09.2022, №1715);
დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სიაში შეყვანა;
ე) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჟეტონით დაჯილდოება.
3. მოსამსახურის მიმართ ერთდროულად შეიძლება წახალისების რამდენიმე ფორმა იქნეს გამოყენებული.
4. მოსამსახურის წახალისების წესსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სიაში შეყვანის წესს ამტკიცებს მინისტრი.
5. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სია მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 06.09.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 06.09.2022 კანონი №1715
- 22.12.2018 კანონი №4067
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (14.12.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 55. მოსამსახურის წახალისება და წახალისების ფორმები 1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სიგელით დაჯილდოება; ე) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; ვ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; ზ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.წარდგენა; თ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; ი) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედალიონით დაჯილდოება; კ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედლით დაჯილდოება. 2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის მიმართ, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმებისა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე წახალისების შემდეგი ფორმები: ა) საგანგებო(ამოღებულია სიტუაციების- მართვის06.09.2022, სამსახურის№1715); სამკერდებ) ნიშნით(ამოღებულია დაჯილდოება;- ბ)06.09.2022, საგანგებო№1715); სიტუაციებისგ) მართვის(ამოღებულია სამსახურის- მედალიონით06.09.2022, დაჯილდოება;№1715); გ)დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედლითმეხანძრე-მაშველთა დაჯილდოება;საპატიო დ)სიაში შეყვანა; ე) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთაჟეტონით საპატიოდაჯილდოება. სიაში შეყვანა. 3. მოსამსახურის მიმართ ერთდროულად შეიძლება წახალისების რამდენიმე ფორმა იქნეს გამოყენებული. 4. მოსამსახურის წახალისების წესსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სიაში შეყვანის წესს ამტკიცებს მინისტრი. 5. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სია მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 06/07/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება