1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის მოსამსახურის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) სამსახურის სიგელით დაჯილდოება;
ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ვ) სამსახურის მედალიონით დაჯილდოება;
ზ) სამსახურის მედლით დაჯილდოება;
თ) მორიგი წოდების ვადამდე მინიჭება;
ი) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება;
ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.
2. მოსამსახურის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.
3. მოსამსახურის წახალისების უფლება აქვს საამისოდ უფლებამოსილ პირს.
4. პირის მიერ სამსახურისათვის დახმარების გაწევის შემთხვევაში ან სამსახურთან დაკავშირებული სხვა გარემოების გამო, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, პირის ან მისი ოჯახის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ე“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული წახალისების ფორმები.
5. მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.
საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №481 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1940 - ვებგვერდი, 29.12.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.12.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.12.2017 კანონი №1940
- 22.03.2017 კანონი №481
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.04.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 36. წახალისების ფორმები 1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის მოსამსახურის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი პრემიისჯილდოს მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ) სამსახურის სიგელით დაჯილდოება; ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; ვ) სამსახურის მედალიონით დაჯილდოება; ზ) სამსახურის მედლით დაჯილდოება; თ) მორიგი წოდების ვადამდე მინიჭება; ი) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება; ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა. 2. მოსამსახურის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა. 3. მოსამსახურის წახალისების უფლება აქვს საამისოდ უფლებამოსილ პირს. 4. პირის მიერ სამსახურისათვის დახმარების გაწევის შემთხვევაში ან სამსახურთან დაკავშირებული სხვა გარემოების გამო, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, პირის ან მისი ოჯახის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ე“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული წახალისების ფორმები. 5. მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 15/07/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება