1. მოსამსახურე სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს:
ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე;
ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება;
გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო;
გ1) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან რომელიმე მათგანის სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო;
დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;
ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;
ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო, მისი თანხმობის შემთხვევაში;
ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო;
თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო;
ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო;
კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო;
ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად;
მ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო;
ნ) გარდაცვალების გამო;
ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
2. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №481 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №762 – ვებგვერდი, 27.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №762
- 22.03.2017 კანონი №481
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (24.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 32. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის წესი 1. მოსამსახურე სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო; გ1) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისირომელიმე მათგანის სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო, მისი თანხმობის შემთხვევაში; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო; თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო; კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; მ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო; ნ) გარდაცვალების გამო; ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. 2. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-775(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2024
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ვერ დაადგინა და ვერც დაასაბუთა სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების უკანონობა, არ შეაფასა ასევე ის ფაქტი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა სპეციალური კანონის, კერძოდ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონის 32-ე მუხლი, ამასთანავე, სრულიად უგულებელყო სამსახურის უფროსის დისკრეციული უფლებამოსილება - მიეღო გადაწყვეტილება საკუთარი პასუხისმგებლობით.
- საქმე №ბს-920-916(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.06.2018
…შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლედეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. 97.1 მუხლის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას. "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონის 32.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის ("საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის"…
- საქმე №ბს-692-688(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.04.2018
…შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლედეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. 97.1 მუხლის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას. "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონის 32.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის ("საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის"…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 15/07/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება