1. სამსახურში დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდებები. მოსამსახურისთვის აღნიშნული წოდებების მინიჭების საფუძვლები და წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა აქტებით.
2. მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდება ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც განსაზღვრულია მისანიჭებელი წოდების თანაბარი ან მასზე მაღალი წოდება.
3. მოსამსახურისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების საფეხურის გამოტოვებით მინიჭება დაუშვებელია. მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდებები ენიჭება მხოლოდ თანამიმდევრობით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3508 – ვებგვერდი, 12.10.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.09.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 21.09.2023 კანონი №3508
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.09.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 34. სამსახურში დაწესებული წოდებები 1. სამსახურში დაწესებულია შესაბამისი სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებები. მოსამსახურისათვის ამ წოდებების მინიჭების საფუძვლები და წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა აქტებით. 2. მოსამსახურეს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც განსაზღვრულია მისანიჭებლის თანაბარი ან უფრო მაღალი წოდება. 3. მოსამსახურისთვის სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების საფეხურის გამოტოვებით მინიჭება დაუშვებელია. მოსამსახურეს წოდებები ენიჭება მხოლოდ თანამიმდევრობით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. [მუხლი 34. სამსახურში დაწესებული წოდებები 1. სამსახურში დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდებები. მოსამსახურისთვის აღნიშნული წოდებების მინიჭების საფუძვლები და წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა აქტებით. 2. მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდება ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც განსაზღვრულია მისანიჭებელი წოდების თანაბარი ან მასზე მაღალი წოდება. 3. მოსამსახურისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების საფეხურის გამოტოვებით მინიჭება დაუშვებელია. მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდებები ენიჭება მხოლოდ თანამიმდევრობით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 15/07/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება