1. მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ჩადენისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული მოსამსახურე თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა სპეცკონტინგენტისგან იზოლირებულად.
3. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) სამსახურის სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა;
ე) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;
ვ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;
ზ) სამსახურიდან დათხოვნა.
4. მოსამსახურის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების და მისი მოხსნის წესს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3508 – ვებგვერდი, 12.10.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.09.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 21.09.2023 კანონი №3508
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.09.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 37. მოსამსახურის პასუხისმგებლობა 1. მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ჩადენისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული მოსამსახურე თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა სპეცკონტინგენტისგან იზოლირებულად. 3. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამსახურის სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; [ ე) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] ვ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა. 4. მოსამსახურის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების და მისი მოხსნის წესს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №330310019003266196 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.12.2019
სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 15/07/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება