თავი VIII — სამსახურის დაფინანსება, მატერიალურ-ტექნიკური და საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა
1. სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლებიდან.
2. თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის მოსამსახურე სახელმწიფო ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს, ამ სატრანსპორტო საშუალებას საწვავით უზრუნველყოფს სამსახური სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.
საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №481 - ვებგვერდი, 27.03.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.03.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.03.2017 კანონი №481
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.12.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 42. სამსახურის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა 1. სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.ბიუჯეტიდან, ხოლო სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლებიდან. 2. თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის მოსამსახურე სახელმწიფო ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს, ამ სატრანსპორტო საშუალებას საწვავით უზრუნველყოფს სამსახური სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 15/07/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება