1. სამსახურის მოხელე, მათ შორის, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, შესაბამისი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით:
ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე;
ბ) შტატების შემცირების ან რეორგანიზაციის დროს;
გ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის დროს;
დ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან რომელიმე მათგანის სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის დროს.
2. კადრების განკარგულებაში აყვანილ სამსახურის მოხელეს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება.
3. კადრების განკარგულებაში აყვანილი სამსახურის მოხელე კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №481 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3508 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №762 – ვებგვერდი, 27.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №762
- 21.09.2023 კანონი №3508
- 22.03.2017 კანონი №481
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (24.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 33. სამსახურის მოხელის კადრების განკარგულებაში აყვანა 1. სამსახურის მოხელე, მათ შორის, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, შესაბამისი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირების ან რეორგანიზაციის დროს; გ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის დროს; დ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისირომელიმე მათგანის სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის დროს. 2. კადრების განკარგულებაში აყვანილ სამსახურის მოხელეს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება. 3. კადრების განკარგულებაში აყვანილი სამსახურის მოხელე კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-775(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2024
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას სასამართლომ მიუთითა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამსახურის მოხელე, მათ შორის,…
- საქმე №ბს-920-916(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.06.2018
…მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონის 33.1 მუხლის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს.
- საქმე №ბს-692-688(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.04.2018
…მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონის 33.1 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 15/07/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება