1. პოლიციელი ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და არაუმეტეს 4 თვის ვადით აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში:
ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე;
ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება;
გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის ან მათი სტრუქტურული ერთეულების ლიკვიდაციის დროს.
2. კადრების განკარგულებაში აყვანილ პოლიციელს ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება.
3. კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურე კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 06.03.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.03.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.03.2025 კანონი №338
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (06.02.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 42. პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა 1. პოლიციელი ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილარაუმეტეს იქნეს4 კადრებისთვის განკარგულებაშივადით არაუმეტესაყვანილ 4იქნეს თვისკადრების ვადით:განკარგულებაში: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფისქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის ან მათი სტრუქტურული ერთეულების ლიკვიდაციის დროს. 2. კადრების განკარგულებაში აყვანილ პოლიციელს ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება. 3. კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურე კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პოლიციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 28/10/2013.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება