1. სამინისტრო უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების პროფესიულ განვითარებას, მათ შორის, სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას.
2. სამინისტროს კადრების სპეციალურ პროფესიულ მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ახორციელებს პოლიციის აკადემია.
3. პოლიციის აკადემია სამართლებრივი და პროფესიული კომპეტენციების მქონე პოლიციის კადრების მოსამზადებლად ახორციელებს საპოლიციო უმაღლეს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებს.
4. საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში შეიძლება დაუწესდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები.
5. პოლიციის აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს აგრეთვე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ფუნქციის შემსრულებელი სხვა სახელმწიფო ორგანოების, ასევე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
6. პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვის (მიღების) და სწავლების, მის მიერ პრაქტიკის გავლის, მისი მობილობის, მისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი, აგრეთვე საპოლიციო უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2367 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2015 წლის
ივლისის კანონი
№3922
- ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის
კანონი №3270
–
ვებგვერდი, 31.07.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1208 – ვებგვერდი, 17.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 10.12.2025 კანონი №1208
- 21.07.2018 კანონი №3270
- 02.05.2014 კანონი №2367
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (10.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 43. პოლიციის კადრების მომზადება 1. პოლიციის კადრების სპეციალური პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება სამინისტროს აკადემიაში. 2. (ამოღებულია - 21.07.2018, №3270). 3. საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაძლებელია დაწესდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები. 3. (ამოღებულია - 21.07.2018, №3270). 4. სამინისტროს აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს ასევე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ფუნქციის შემსრულებელი სხვა სახელმწიფო ორგანოების, აგრეთვე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. [მუხლი 43. პოლიციის კადრების მომზადება 1. სამინისტრო უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების პროფესიულ განვითარებას, მათ შორის, სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. 2. სამინისტროს კადრების სპეციალურ პროფესიულ მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ახორციელებს პოლიციის აკადემია. 3. პოლიციის აკადემია სამართლებრივი და პროფესიული კომპეტენციების მქონე პოლიციის კადრების მოსამზადებლად ახორციელებს საპოლიციო უმაღლეს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებს. 4. საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში შეიძლება დაუწესდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები. 5. პოლიციის აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს აგრეთვე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ფუნქციის შემსრულებელი სხვა სახელმწიფო ორგანოების, ასევე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. 6. პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვის (მიღების) და სწავლების, მის მიერ პრაქტიკის გავლის, მისი მობილობის, მისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი, აგრეთვე საპოლიციო უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. (ამოქმედდესსაქართველოს 20262015 წლის 1ივლისის მარტიდან)]კანონი [მუხლი№3922 43- 1ვებგვერდი, . პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე პირის მიღება და სწავლება, სტუდენტის სტატუსი 1. პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე (შემდგომ – საპოლიციო საბაკალავრო პროგრამა) მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს მინისტრის ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს და გაივლის ამ კანონის 37 1 მუხლით გათვალისწინებულ შემოწმებას. საპოლიციო საბაკალავრო პროგრამაზე პირის მისაღებად შეიძლება დაწესდეს აგრეთვე დამატებითი მოთხოვნა − ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება. 2. საპოლიციო საბაკალავრო პროგრამის შემადგენელი ნაწილებია ფიზიკური, ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება, აგრეთვე სავალდებულო სპეციალური სასწავლო საგნები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმიანობის შესწავლისთვის. ამ მიზნით პოლიციის აკადემია უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტის სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვებას. 3. სტუდენტს საპოლიციო საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვისთანავე ენიჭება უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, ხოლო იმავე პროგრამის კურსდამთავრებულს − საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას უკვე მინიჭებული აქვს სხვა სპეციალური წოდება ან სამხედრო წოდება. 4. სტუდენტს პოლიციის აკადემიაში სწავლის პერიოდი კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება. 5. სტუდენტს საპოლიციო საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში სწავლისთვის საჭირო ინვენტარითა და მასალით, კვებით, შესაბამისი უნიფორმითა და წახალისების საშუალებებით უზრუნველყოფს პოლიციის აკადემია. იგი აღნიშნულ პროგრამაზე სწავლის პერიოდში შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს საერთო საცხოვრებლით. 6. სტუდენტის პოლიციის აკადემიაში საპოლიციო საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. 7. სტუდენტი საპოლიციო საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში სარგებლობს პოლიციელისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებით, სტუდენტის სტატუსის თავისებურებების გათვალისწინებით. 8. სტუდენტი საპოლიციო საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში ვალდებულია დაიცვას პოლიციის აკადემიის მიერ დადგენილი სტუდენტის ქცევის წესები, პოლიციელისთვის დადგენილი ეთიკური ქცევის ნორმები, სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით დადგენილი მარეგულირებელი ნორმები, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტები სტუდენტის სტატუსის თავისებურებების გათვალისწინებით. 9. სამინისტრო უზრუნველყოფს იმ პირის სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დასაქმებას, რომელმაც საპოლიციო საბაკალავრო პროგრამის კურსი წარმატებით დაამთავრა. 10. პოლიციის აკადემია უფლებამოსილია სტუდენტთან დადოს ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტის ვალდებულებას, სწავლის დასრულების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამინისტროს სისტემაში იმუშაოს. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება დადგეს სტუდენტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის, მათ შორის, დისციპლინური და მატერიალური პასუხისმგებლობის, დაკისრების საკითხი. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)]15.07.2015წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პოლიციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 28/10/2013.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება