1. სამსახურში სამუშაოდ მიიღება 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები.
2. სამსახურში სამუშაოდ მისაღებ კანდიდატს შეარჩევენ შესაბამისი საკადრო დანაყოფი და სპეციალური კომისია, რომლებიც ამოწმებენ კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ფიზიკურ მომზადებას, განათლებასა და საქმიან თვისებებს.
3. სამსახურში ზოგიერთ თანამდებობაზე მისაღები კანდიდატები სამსახურში სამუშაოდ მიღებამდე ან მიღების შემდეგ სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში (შემდგომ − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია) ან სხვა სასწავლო/საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადიან სპეციალური მომზადების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამას ან კურსს. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში ან სხვა სასწავლო/საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის მომზადება, გადამზადება ან კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება სამსახურის სათანადო უფლებამოსილი პირის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
4. წვევამდელის სამსახურში მიღების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
5. სამსახურში სამუშაოდ მისაღები კანდიდატი გადის სპეციალურ შემოწმებას, რომლის წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის ბრძანებით. სამსახურში სამუშაოდ მიღების შემდეგ მოსამსახურე მიეკუთვნება სამსახურის ღია ან ფარულ შემადგენლობას, რაც განისაზღვრება სამსახურის საშტატო განრიგის შესაბამისად.
6. სამსახურში მიღების/დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით. ამ წესით გამოცემული სამართლებრივი აქტი ჩაბარებულად ითვლება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში იმ პირის მისამართზე გაგზავნის მომენტიდან, რომელსაც უშუალოდ შეეხება სამართლებრივი აქტი სამსახურში მიღების/დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ, მათ შორის, თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
7. პირის დაზვერვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებასთან, მის სპეციალურ შემოწმებასა და მის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებით შეიძლება დადგინდეს ამ თავით დადგენილისგან განსხვავებული წესები, რომლებსაც დაზვერვის სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის უფროსი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
8. სამსახურში სამუშაოდ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და არის წვევამდელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის გათავისუფლებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლისგან.
საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №481 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 3 ოქტომბრის კანონი №5087 – ვებგვერდი, 07.10.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №762 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1342 – ვებგვერდი, 17.12.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1470 – ვებგვერდი, 01.04.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.04.2026-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 01.04.2026 კანონი №1470
- 17.12.2025 კანონი №1342
- 26.06.2025 კანონი №762
- 03.10.2019 კანონი №5087
- 22.03.2017 კანონი №481
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 29. სამსახურში მიღების წესი 1. სამსახურში სამუშაოდ მიიღება 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები. 2. სამსახურში სამუშაოდ მისაღებ კანდიდატს შეარჩევენ შესაბამისი საკადრო დანაყოფი და სპეციალური კომისია, რომლებიც ამოწმებენ კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ფიზიკურ მომზადებას, განათლებასა და საქმიან თვისებებს. 3. სამსახურში ზოგიერთ თანამდებობაზე მისაღები კანდიდატიკანდიდატები სამსახურში სამუშაოდ მიღებამდე ან მიღების შემდეგ სამსახურის სასწავლომმართველობის ცენტრშისფეროში გადისმოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში (შემდგომ − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია) ან სხვა სასწავლო/საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადიან სპეციალური მომზადების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამას ან კურსს. სამსახურისსახელმწიფო სასწავლოუსაფრთხოების ცენტრშიაკადემიაში ან სხვა სასწავლო/საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის მომზადება, გადამზადება ან კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება სამსახურის უფროსისსათანადო მიერუფლებამოსილი დადგენილიპირის წესით.სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 4. წვევამდელის სამსახურში მიღების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 5. სამსახურში სამუშაოდ მისაღები კანდიდატი გადის სპეციალურ შემოწმებას, რომლის წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის ბრძანებით. სამსახურში სამუშაოდ მიღების შემდეგ მოსამსახურე მიეკუთვნება სამსახურის ღია ან ფარულ შემადგენლობას, რაც განისაზღვრება სამსახურის საშტატო განრიგის შესაბამისად. 6. სამსახურში მიღების/დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით. ამ წესით გამოცემული სამართლებრივი აქტი ჩაბარებულად ითვლება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში იმ პირის მისამართზე გაგზავნის მომენტიდან, რომელსაც უშუალოდ შეეხება სამართლებრივი აქტი სამსახურში მიღების/დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ, მათ შორის, თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. 7. პირის დაზვერვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებასთან, მის სპეციალურ შემოწმებასა და მის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებით შეიძლება დადგინდეს ამ თავით დადგენილისგან განსხვავებული წესები, რომლებსაც დაზვერვის სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის უფროსი.უფროსი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 8. სამსახურში სამუშაოდ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და არის წვევამდელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის გათავისუფლებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლისგან.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 15/07/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება