1. სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს არ აქვს უფლება:
ა) ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა;
ბ) ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა დაწესებულებაში, უცხო ქვეყნის ორგანოში/დაწესებულებაში.
2. სამსახურის მოხელეს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირისა, უფლება აქვს, შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა და ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს მხოლოდ იმავე დაწესებულებაში.
3. სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურესა და დამხმარე მოსამსახურეს უფლება აქვთ, ეკავოთ სხვა თანამდებობა და ასრულებდნენ სხვა ანაზღაურებად სამუშაოს იმავე დაწესებულებაში ან სხვაგან, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსი, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
4. სამსახურის მოხელეს, მათ შორის, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. მას შეუძლია ფლობდეს მხოლოდ აქციებსა და წილს.
5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ მოსამსახურეებს არ ეზღუდებათ სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების უფლება.
საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №481 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3508 – ვებგვერდი, 12.10.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.09.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 21.09.2023 კანონი №3508
- 22.03.2017 კანონი №481
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.09.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 28. სამსახურებრივი შეუთავსებლობა და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება 1. სამსახურის სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს უფლება არა აქვს: ა) ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობის გარდა; ბ) ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა დაწესებულებაში, უცხო ქვეყნის ორგანოში/დაწესებულებაში. [ 1. სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს არ აქვს უფლება: ა) ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა; ბ) ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა დაწესებულებაში, უცხო ქვეყნის ორგანოში/დაწესებულებაში. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 2. სამსახურის მოხელეს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირისა, უფლება აქვს, შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა და ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს მხოლოდ იმავე დაწესებულებაში. 3. სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურესა და დამხმარე მოსამსახურეს უფლება აქვთ, ეკავოთ სხვა თანამდებობა და ასრულებდნენ სხვა ანაზღაურებად სამუშაოს იმავე დაწესებულებაში ან სხვაგან, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსი, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. 4. სამსახურის მოხელეს, მათ შორის, სამსახურის სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. მას შეუძლია ფლობდეს მხოლოდ აქციებსა და წილს. [ 4. სამსახურის მოხელეს, მათ შორის, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. მას შეუძლია ფლობდეს მხოლოდ აქციებსა და წილს. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ მოსამსახურეებს არ ეზღუდებათ სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების უფლება.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 15/07/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება