საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
|
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
|
2015 წლის 1 აგვისტო ქ.თბილისი |
ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი თანდართული რედაქციით (დანართი №1);
ბ) იმ პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ მოსამსახურეთა წახალისების უფლება (დანართი №2);
გ) შრომის დისციპლინის დარღვევები (დანართი №3).
|
1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს.
2. ეს წესი არ ვრცელდება სამსახურის ვადიან სამხედრო მოსამსახურეებზე.
1. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი.
2. დისციპლინური გადაცდომის სახეებია:
ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა;
ბ) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება;
გ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;
დ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;
ე) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ;
ვ) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა;
ზ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამსახურის ავტორიტეტს;
თ) ფიცის გატეხვა;
ი) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა;
კ) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა.
დისციპლინური სახდელის სახეებია:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) სამსახურის სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა;
ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;
ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;
ზ) სამსახურიდან დათხოვნა.
1. მოსამსახურის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია მის უშუალო უფროსს ან მის ზემდგომ თანამდებობის პირს წერილობითი ფორმით (წარდგინება) დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, რომელშიც ასახული უნდა იყოს გადაცდომის დამადასტურებელი ფაქტი/გარემოება. წერილში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
ა) მოსამსახურის სახელი, გვარი;
ბ) თანამდებობა;
გ) სამხედრო ან სპეციალური წოდება;
დ) სამსახურში დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი;
ე) დისციპლინური გადაცდომის არსი;
ვ) მასალები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს;
ზ) დასაბუთება შესაძლო დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე.
2. დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და მოხსნის უფლება აქვს:
ა) სამსახურის უფროსს;
ბ) სამსახურის უფროსისის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს;
გ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს;
დ) სამსახურის ტერიტორიული ორგანოების უფროსებს.
3. წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა–ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენისას, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელი პირები სამსახურის გენერალურ ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის წერილობითი ფორმით (წარდგინება) უგზავნიან გადაცდომის ამსახველ ფაქტებსა და გარემოებებს, რაზედაც დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას ადგენს სამსახურის გენერალური ინსპექცია და სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი ან მოსამსახურის დანიშვნა–გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი.
4. წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენისას, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელი პირები უფლებამოსილი არიან, შეადგინონ დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და განიხილონ დისციპლინური სახდელის დადების საკითხი, მხოლოდ განყოფილების უფროსის მოადგილისა და უფრო დაბალი რანგის მოსამსახურის მიმართ.
5. სამსახურის გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია გამოავლინოს წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომები და თვითონ შეადგინოს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა, ხოლო წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სათანადო დასკვნის მოსამზადებლად დისციპლინური გადაცდომის ფაქტებისა და გარემოებების ამსახველი ინფორმაცია გადააგზავნოს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში.
6. დისციპლინური გადაცდომის პრევენციის, გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით სამსახურის გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია მოსთხოვოს/ჩამოართვას სამსახურის ნებისმიერ მოსამსახურეს წერილობითი ან ზეპირი განმარტება.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ პირებს უფლება არა აქვთ, მათ მიერ დისციპლინური სახდელის დადებისას გამოიყენონ ამ წესის მე-3 მუხლის „დ-ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელი.
8. დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან დათხოვნის გამოყენების შემთხვევაში სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურესთან წყდება სამსახურებრივი ურთიერთობა/შრომითი ხელშეკრულება.
9. დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის გამოვლენიდან, მაგრამ არა უგვიანეს 1 წლისა, მოსამსახურის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადაცდომის გამოვლენის დღიდან 1 წლის გასვლის შემდეგ, ხოლო საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების შედეგების მიხედვით არა უგვიანეს 2 წლისა მისი ჩადენის დღიდან. ამ ვადაში არ შედის სამსახურებრივი შემოწმებისა და სისხლის სამართლის საქმისწარმოების დრო. მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ შეეფარდება, თუ მისი ჩადენის დღიდან გავიდა 3 წელი და აღნიშნულ პერიოდში ვერ გამოვლინდა დისციპლინური გადაცდომის ფაქტი.
10. დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.
11. პირს, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, შეუძლია დისციპლინური წარმოების დაწყებიდან მოსამსახურე 24 საათის განმავლობაში ჩამოაშოროს სამსახურს. ასეთი საფუძვლით სამსახურს ჩამოშორებულ მოხელეს უნარჩუნდება ფულადი სარგო დანამატებთან ერთად.
12. დისციპლინური სახდელის დადებამდე მოსამსახურეს უშუალო უფროსის ან ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს ოქმი, რომელიც დადასტურებული იქნება არანაკლებ ორი მოსამსახურის ხელმოწერით.
13. დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.
14. ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით შეიძლება დადგეს გადაცდომის ჩამდენი პირის უშუალო უფროსის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.
15. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურება, მორიგ წოდებაზე წარდგენა და წახალისება, გარდა წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
16. დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და ბრძანება დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე შეიტანება მოსამსახურის პირად საქმეში.
1. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა განისაზღვრება:
ა) წესის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის შემთხვევაში – 3 თვის ვადით;
ბ) წესის მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტის შემთხვევაში – 6 თვის ვადით;
გ) წესის მე-3 მუხლის „გ“-„ვ“ პუნქტების შემთხვევაში – 1 წლის ვადით.
2. დისციპლინური სახდელი შეიძლება მოხსნილ იქნეს ვადაზე ადრე, თუ:
ა) მოსამსახურემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ;
ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
3. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მოსამსახურის უშუალო უფროსს ან ზემდგომ თანამდებობის პირს არგუმენტირებული წერილობითი ფორმით (წარდგინება) სამსახურის უფროსთან ან კურატორ მოადგილესთან შეთანხმებით.
4. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა შეიტანება მოსამსახურის პირად საქმეში.
5. თუ მოსამსახურეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვადების გასვლისთანავე მოსამსახურე ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.
6. დისციპლინური სახდელის სახით სპეციალური და სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითების შემთხვევაში, წოდების აღდგენა ხდება უფლებამოსილი პირის ბრძანებით. იგივე წესი მოქმედებს აღნიშნული პირის სამსახურში ხელახალი მიღების შემთხვევაშიც.
7. დისციპლინური გადაცდომის უმნიშვნელო ხარისხის ან სხვა მოტივის არსებობისას, მოსამსახურის წინა დამსახურების გათვალისწინებით, დისციპლინური სახდელის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სარეკომენდაციო ბარათი, რომლითაც ანალოგიური დარღვევების თავიდან აცილების მიზნით, მოსამსახურეს მიეცემა მითითებები მომავალში არსებული პრობლემების აღმოფხვრისა და მათი დაძლევის გზებისა და საშუალებების შესახებ.
8. სარეკომენდაციო ბარათი თავსდება მოსამსახურის პირად საქმეში.
1. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი პრემიის მიცემა;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) სამსახურის სიგელით დაჯილდოება;
ე) სამსახურის სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ვ) სამსახურის მედალიონით დაჯილდოება;
ზ) სამსახურის მედლით დაჯილდოება;
თ) მორიგი სპეციალური ან სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭება;
ი) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება;
ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.
2. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოსამსახურის წახალისების რამდენიმე ფორმა.
1. მოსამსახურის წახალისება ხდება უშუალო უფროსის ან ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებით.
2. წარდგინებას უნდა ერთვოდეს მოსამსახურის დახასიათება კონკრეტული, დასაბუთებული დამსახურების მითითებით, რომლის საფუძველზეც მას შეიძლება განესაზღვროს წახალისების ერთი ან რამდენიმე ფორმა.
3. №2 დანართის შესაბამისად, წახალისების უფლება აქვს:
ა) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს;
ბ) სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს;
გ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს;
დ) სამსახურის ტერიტორიული ორგანოების უფროსებს.
4. წახალისების შესახებ წარდგინება გადაეგზავნება შესაბამის საკადრო დანაყოფს, რომელიც მასალებს ამზადებს ორი კვირის ვადაში.
5. მოსამსახურის წახალისების შესახებ ბრძანება იგზავნება კუთვნილებისამებრ.
6. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენება შესაძლებელია მიუხედავად იმისა, თუ როდის (რა ვადაში) იქნა მოსამსახურე წახალისებული.
7. მოსამსახურის წახალისების ბრძანება შეიტანება მის პირად საქმეში.
8. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენება შემდგომში არ ზღუდავს დისციპლინური გადაცდომისას მოსამსახურის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას.
1. წახალისებისა და დისციპლინური სახდელის შეფარდება ექვემდებარება აღრიცხვას.
2. დისციპლინურ სახდელთან დაკავშირებული ნებისმიერი განცხადება და საჩივარი დისციპლინური სახდელის შეფარდების კანონიერების შესახებ განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
2. შრომის შინაგანაწესის დარღვევა;
3. სახელმწიფო ქონების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება;
4. სამუშაო პერიოდში მოსამსახურის მიერ სამსახურში სამუშაო გარემოსთან შეუფერებელი ჩაცმულობით ან/და იერსახით გამოცხადება;
5. სხეულზე ტატუირების გაკეთება გამოსაჩენ ადგილას;
6. სამსახურში დაგვიანება 15 წუთზე მეტი დროით;
7. სამსახურის არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღეზე ნაკლები ვადით გაცდენა;
8. ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე სამსახურის, სამოქმედო ტერიტორიის ან საგუშაგოს თვითნებურად, დროზე ადრე მიტოვება;
9. არასაპატიო მიზეზით სამუშაო შეხვედრაზე (თათბირი, კონფერენცია და სხვ.) დაგვიანება ან არგამოცხადება;
10. თამბაქოს მოწევა აკრძალულ ადგილზე;
11. სამუშაო საათებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ძილი;
12. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურებრივი პირადობის მოწმობის ან ჟეტონის არქონა (თუ არსებობს ასეთი ვალდებულება);
13. სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის გამოსაჩენად ტარება;
14. არასწორად შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
15. შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მისვლა ობიექტური მიზეზების გარდა;
16. აუცილებლობის გარეშე ხმოვანი სიგნალისა (სირენა) და ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს (მეგაფონი) გამოყენება;
17. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოსა და ზღვის დაბინძურება;
18. სამსახურის მოსამსახურის მიერ მასზე მიმაგრებული სამსახურებრივი ავტომანქანის სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა (გარდა, სამსახურის სხვა მოსამსახურისა), თუ ამავე ავტომანქანაში არ იმყოფება სამსახურის სხვა მოსამსახურე;
19. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „ბეიჯის“ ტარების ვალდებულების დარღვევა იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივად ევალება მისი ტარება.
+
ბრძანება №6
№6
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „რ.დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „რ.დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2024 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №56 - ვებგვერდი, 16.12.2024წ.
+
+
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური
+
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური
+
მუხლი 1. ამ წესის მიზანი
1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს.
11. სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - დაზვერვის სააგენტოში (შემდგომში – საქვეუწყებო დაწესებულება) მოსამსახურის წახალისებასთან და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე საქვეუწყებო დაწესებულებაში სამსახურის გავლის წესის მარეგულირებელი შესაბამისი სამართლებრივი აქტით, რომელსაც საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
2. (ამოღებულია - 13.12.2024, №56).
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2024 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №56 - ვებგვერდი, 16.12.2024წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2025 წლის 25 ივლისის ბრძანება №55 - ვებგვერდი, 28.07.2025წ.
მუხლი 3. დისციპლინური სახდელის სახეები🔗
ვ) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2024 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №56 - ვებგვერდი, 16.12.2024წ.
მუხლი 4. დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და გამოყენების წესი🔗
გ) სპეციალური წოდება;
ბ1 ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ;
ბ2) საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, კომპეტენციის ფარგლებში.
გ) (ამოღებულია - 27.01.2016; №14);
დ) (ამოღებულია - 27.01.2016; №14).
3. (ამოღებულია - 27.01.2016; №14).
4. (ამოღებულია - 27.01.2016; №14).
5. (ამოღებულია - 27.01.2016; №14).
7. (ამოღებულია - 27.01.2016; №14).
111. საქვეუწყებო დაწესებულების მოსამსახურის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, უშუალო უფროსები მიუთითებენ მის ქმედებაში არსებულ დარღვევებზე და იღებენ ზომებს არამართლზომიერი ქმედების დაუყოვნებლივ აღსაკვეთად. საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობებენ საქვეუწყებო დაწესებულების უფროსს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. საქვეუწყებო დაწესებულების უფროსი აფასებს გამოვლენილი დარღვევის ხასიათსა და სიმძიმეს, მომხდართან დაკავშირებულ გარემოებებს და იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურის მიმართ სამსახურებრივი შემოწმების (დისციპლინური წარმოების) დაწყების შესახებ. დისციპლინურ წარმოებას ახორციელებს საქვეუწყებო დაწესებულების უსაფრთხოების დირექტორატი.
15. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურება, მორიგ წოდებაზე წარდგენა და წახალისება, გარდა ამ მუხლის მე-17 პუნქტითა და ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
17. სამსახურის უფროსი, ხოლო კომპეტენციის ფარგლებში აგრეთვე საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, გამონაკლის შემთხვევებში, დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში მოსამსახურის მიმართ გამოიყენოს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმები.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 24.12.2015 წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის უფროსის 2016 წლის 27 იანვრის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 02.02.2016წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 30.03.2017წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2024 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №56 - ვებგვერდი, 16.12.2024წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2025 წლის 25 ივლისის ბრძანება №55 - ვებგვერდი, 28.07.2025წ.
მუხლი 5. დისციპლინური სახდელების მოხსნის წესი და დისციპლინური სამართალწარმოების ვადები🔗
ა) წესის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის შემთხვევაში – 3 თვის ვადით;
ბ) წესის მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტის შემთხვევაში – 6 თვის ვადით;
გ) წესის მე-3 მუხლის „გ“-„ვ“ პუნქტების შემთხვევაში – 1 წლის ვადით.
ბ) მოსამსახურემ გამოავლინა განსაკუთრებული დამსახურება და არსებობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ან, კომპეტენციის ფარგლებში, საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილება.
6. დისციპლინური სახდელის სახით სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითების შემთხვევაში, წოდების აღდგენა ხდება უფლებამოსილი პირის ბრძანებით. იგივე წესი მოქმედებს აღნიშნული პირის სამსახურში ხელახალი მიღების შემთხვევაშიც.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2024 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №56 - ვებგვერდი, 16.12.2024წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2025 წლის 25 ივლისის ბრძანება №55 - ვებგვერდი, 28.07.2025წ.
მუხლი 6. მოსამსახურის წახალისება და წახალისების სახეები🔗
თ) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2024 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №56 - ვებგვერდი, 16.12.2024წ.
მუხლი 7. მოსამსახურის წახალისებაზე წარდგენა და წახალისების წესი🔗
გ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსს.
გ1) საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, კომპეტენციის ფარგლებში.
დ) (ამოღებულია - 30.03.2017, №27).
საქართველოს სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 30.03.2017წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2025 წლის 25 ივლისის ბრძანება №55 - ვებგვერდი, 28.07.2025წ.
მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი🔗
3. სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ საქვეუწყებო დაწესებულებაში ამ ბრძანებით გათვალისწინებული ამოცანები შეიძლება განახორციელოს სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2025 წლის 25 ივლისის ბრძანება №55 - ვებგვერდი, 28.07.2025წ.
+
+
1
2
1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ყველა სახის წახალისების გამოყენება2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილეები (საკურატორო სფეროების მიხედვით) მადლობის გამოცხადება, დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა (გარდა სამსახურის უფროსის მიერ დადებული სახდელისა), პრემიით, ფულადი ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება, კომპეტენციის ფარგლებში მორიგი სპეციალური წოდების ვადაზე ადრე მინიჭება
21. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსი
მადლობის გამოცხადება; მის მიერ დადებული დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა;
სამსახურის უფროსის თანხმობით - ფულადი პრემიის მიცემა, ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება.
22. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი
კომპეტენციის ფარგლებში ყველა სახის წახალისების გამოყენება, მათ შორის დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა (გარდა სამსახურის უფროსის მიერ დადებული სახდელისა).
3.
(ამოღებულია - 27.01.2016; №14)
საქართველოს სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის უფროსის 2016 წლის 27 იანვრის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 02.02.2016წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 30.03.2017წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2024 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №56 - ვებგვერდი, 16.12.2024წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2025 წლის 25 ივლისის ბრძანება №55 - ვებგვერდი, 28.07.2025წ.
+
საქართველოს სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 30.03.2017წ.
+
მუხლი 1. ზოგადი ნორმები
შრომის დისციპლინის დარღვევებია:
ა) სამსახურში ალკოჰოლური სასმელების მიღება ან ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება (გარდა საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დაგეგმილი ან კორპორატიული ღონისძიებებისა);
ბ) შრომის შინაგანაწესის დარღვევა;
გ) სახელმწიფო ქონების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება;
დ) სამუშაო პერიოდში მოსამსახურის მიერ სამსახურში სამუშაო გარემოსთან შეუფერებელი ჩაცმულობით ან/და იერსახით გამოცხადება;
ე) სხეულზე ტატუირების გაკეთება გამოსაჩენ ადგილას;
ვ) სამსახურში დაგვიანება 15 წუთზე მეტი დროით;
ზ) სამსახურის არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღეზე ნაკლები ვადით გაცდენა;
თ) ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე სამსახურის, სამოქმედო ტერიტორიის ან საგუშაგოს თვითნებურად, დროზე ადრე მიტოვება;
ი) არასაპატიო მიზეზით სამუშაო შეხვედრაზე (თათბირი, კონფერენცია და სხვ.) დაგვიანება ან არგამოცხადება;
კ) თამბაქოს მოწევა აკრძალულ ადგილზე;
ლ) სამუშაო საათებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ძილი;
მ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურებრივი პირადობის მოწმობის ან ჟეტონის არქონა (თუ არსებობს ასეთი ვალდებულება);
ნ) სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის გამოსაჩენად ტარება;
ო) შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მისვლა ობიექტური მიზეზების გარდა;
პ) აუცილებლობის გარეშე ხმოვანი სიგნალისა (სირენა) და ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს (მეგაფონი) გამოყენება;
ჟ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოსა და ზღვის დაბინძურება;
რ) სამსახურის მოსამსახურის მიერ მასზე მიმაგრებული სამსახურებრივი ავტომანქანის სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა (გარდა, სამსახურის სხვა მოსამსახურისა), თუ ამავე ავტომანქანაში არ იმყოფება სამსახურის სხვა მოსამსახურე;
ს) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „ბეიჯის“ ტარების ვალდებულების დარღვევა იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივად ევალება მისი ტარება.
მუხლი 2. დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველო🔗
დროებითი მოთავსების იზოლატორის მოსამსახურის მიერ შრომის დისციპლინის დარღვევებია, ასევე:
ა) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას სამკერდე ნიშნის („ბეიჯი“) გამოსაჩენ ადგილას ტარების ვალდებულების შეუსრულებლობა;
ბ) იზოლატორში პირის განთავსებისთანავე მისთვის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს შინაგანაწესის განმარტების ვალდებულების შეუსრულებლობა;
გ) იზოლატორში მყოფი პირებისათვის ბეჭდური მასალებისა და საწერი საშუალებების გამოყენების ხელშეწყობის ვალდებულების შეუსრულებლობა;
დ) საგუშაგოზე ტელეფონის შეტანა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2018 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №113 - ვებგვერდი, 21.12.2018წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.12.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“?
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 01.08.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 130000000.63.075.016006.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 7 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.12.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“, №6, 01.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016006 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2929603/