საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 140100122006347439
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№120აპ-26 ქ. თბილისი
ბ–ი ო., 120აპ-26 29 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილისა და მსჯავრდებულ ო. ბ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ო. ბ–ს, დაბადებულს – ...., – ბრალად დაედო: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, დიდი ოდენობით; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (6 ეპიზოდი); ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. ო. ბ–მა, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის მიზნით, 2022 წლის 10 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ქ. გ–ი, ასევე უკანონოდ შეინახა – 0,01626 გრამი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რომელსაც პერიოდულად უკანონოდ ასაღებდა სხვადასხვა პირებზე.
1.2. ო. ბ–მა და ა. ჯ–მა, ნარკოტიკული საშუალების შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 2022 წლის 17 ივლისს, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინეს და ქ. გ–ში ასევე უკანონოდ შეინახეს – 0,004 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რომელიც იმავე დღეს, უკანონოდ მიასაღეს თ. ა–ეს.
1.3. 2022 წლის 10 ივლისს ო. ბ–მა ქ. გ–ში .... ქუჩის №..-ის მიმდებარედ, თ. ა–ეს 80 ლარად უკანონოდ მიჰყიდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილი და შენახული – 0,0019 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.
1.4. 2022 წლის 11 ივლისს ო. ბ–მა გ–ს რაიონის სოფელ მ–ში, თ. ა–ეს ფულის სანაცვლოდ, უკანონოდ მიჰყიდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილი და შენახული – 0,0014 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.
1.5. 2022 წლის 12 ივლისს ო. ბ–მა გ–ს რაიონის სოფელ ბ–ში, თ. ა–ეს, ფულის სანაცვლოდ, უკანონოდ მიჰყიდა მის მიერვე ა. გ–ისა და ნ. მ–ისაგან უკანონოდ შეძენილი და შენახული – 0,004 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.
1.6. 2022 წლის 20 ივლისს ო. ბ–მა ქ. გ–ში, ს–ს ქუჩაზე მდებარე მომსახურების სააგენტოს მიმდებარედ, თ. ა–ეს, ფულის სანაცვლოდ, უკანონოდ მიჰყიდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილი და შენახული – 0,00266 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.
1.7. 2022 წლის 25 ივლისს ო. ბ–მა ქ. გ–, ს–ს გამზირზე, თ. ა–ეს, ფულის სანაცვლოდ, უკანონოდ მიჰყიდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილი და შენახული – 0,00351 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.
1.8. 2022 წლის 4 აგვისტოს ო. ბ–მა ქ. გ–ში, გ–ს ქუჩაზე არსებულ ავტოსამრეცხაოებთან, თ. ა–ეს, ფულის სანაცვლოდ, უკანონოდ მიჰყიდა, მის მიერვე უკანონოდ შეძენილი და შენახული – 0,00279 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.
1.9. 2022 წლის 17 ივლისს ო. ბ–მა და ა. ჯ–მა, წინასწარი შეთანხმებით, ქ. გ–ში, ტ–ს ქუჩაზე, თ. ა–ეს, ფულის სანაცვლოდ, უკანონოდ მიჰყიდეს, მათ მიერვე უკანონოდ შეძენილი და შენახული – 0,004 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.
1.10. ო. ბ–მა, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და საკუთარ საცხოვრებელ სახლში – გ–ს რაიონის სოფელ მ–ში, ასევე უკანონოდ შეინახა – 47,21 გრამი ნარკოტიკული საშუალება – ნედლი მარიხუანა, რომელიც 2022 წლის 7 სექტემბერს საქართველოს შსს ....... რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს ო. ბ–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. მ–ს, დაბადებულს, – ....., – ბრალად დაედო: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის; ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით ნასამართლევმა ნ. მ–მა და ა. გ–მა, 2022 წლის 12 ივლისს, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, უკანონოდ შეიძინეს – 0,004 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდნენ ქ. გ–ში.
2.2. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით ნასამართლევმა ნ. მ–მა და ა. გ–მა, იცოდნენ რა, რომ ო. ბ–ი ეწეოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციას, 2022 წლის 12 ივლისს, გ–ს რაიონის სოფელ ბ–ს ტერიტორიაზე შეხვდნენ ო. ბ–ს და, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, უკანონოდ მიჰყიდეს – 0,004 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რომელიც ო. ბ–მა ასევე უკანონოდ მიასაღა თ. ა–ეს.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. ჯ–ს, – დაბადებულს 19.., – ბრალად დაედო: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგით:
3.1. 2022 წლის 17 ივლისს, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, ო. ბ–მა და ა. ჯ–მა, ნარკოტიკული საშუალების შემდგომი რეალიზაციის მიზნით, უკანონოდ შეიძინეს და ქ. გ– ასევე უკანონოდ შეინახეს – 0,004 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რომელიც იმავე დღეს უკანონოდ მიასარეს თ. ა–ეს.
3.2. 2022 წლის 17 ივლისს, ო. ბ–მა და ა. ჯ–მა, წინასწარი შეთანხმებით, ქ. გ–ში, ტ–ს ქუჩაზე, თ. ა–ეს, ფულის სანაცვლოდ, უკანონოდ მიჰყიდეს, მათ მიერვე უკანონოდ შეძენილი და შენახული – 0,004 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“.
3.3. ა. ჯ–მა დაუდგენელ დროს, ქ. გ–ში, .. №..-ში მდებარე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ დათესა და მოიყვანა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე – კანაფი, წონით – 197,96 გრამი, რომელიც 2022 წლის 7 სექტემბერს ამოიღეს შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ა. ჯ–ის საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკისას.
4. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. გ–ს, – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ნარკოტიკუილ საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, დიდი ოდენობით; საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგით:
4.1. 2022 წლის 12 ივლისს, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, ნ. მ–მა და ა. გ–მა, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, უკანონოდ შეიძინეს – 0,004 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდნენ ქ. გ–.
4.2. ა. გ–მა და ნ. მ–მა, იცოდნენ რა, რომ ო. ბ–ი ეწეოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციას, 2022 წლის 12 ივლისს, გ–ს რაიონის სოფელ ბ–ს ტერიტორიაზე, შეხვდნენ მას და გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, უკანონოდ მიჰყიდეს – 0,004 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რომელიც ო. ბ–მა ასევე უკანონოდ მიასაღა თ. ა–ეს.
4.3. ა. გ–მა დაუდგენელ დროს გ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე – კანაფი, წონით – 858,87 გრამი, რომელიც 2022 წლის 7 სექტემბერს ამოიღეს შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ა. გ–ის საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკისას.
4.4. ა. გ–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და გ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა 30 ცალი, ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ. კალიბრიანი, სამხედრო დანიშნულების ვაზნა, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და 2022 წლის 7 სექტემბერს ამოიღეს შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ა. გ–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
5. ო. ბ–ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (6 ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ნ. მ–ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით. ა. ჯ–ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ა. გ–ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
6. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ივნისის განაჩენით:
6.1. ო. ბ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 10 ივლისიდან 2022 წლის 4 აგვისტომდე ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შეძენა, შენახვის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა 2022 წლის 12 ივლისს, 0,004 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შეძენა, შენახვის ბრალდება; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 10 ივლისიდან 2022 წლის 4 აგვისტომდე ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შეძენა, შენახვის ეპიზოდი) და მიესაჯა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 17 ივლისს ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შეძენა, შენახვის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; ასევე – იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 10 ივლისს ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ გასაღების ეპიზოდი) – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 11 ივლისის ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ გასაღების ეპიზოდი) – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 12 ივლისს, 0,004 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ გასაღების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში – გამართლდა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 17 ივლისს ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ გასაღების ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; ასევე – იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 20 ივლისს ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ გასაღების ეპიზოდი) – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 25 ივლისის ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ გასაღების ეპიზოდი) – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 4 აგვისტოს ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ გასაღების ეპიზოდი) – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 4 აგვისტოს ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ გასაღების ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და განესაზღვრა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ო. ბ–ს საბოლოოდ განესაზღვრა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 4000 ლარი. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
6.2. ნ. მ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.
6.3. ა. ჯ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის დაუნიშნავად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი; მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
6.4. ა. გ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა. გ–ს საბოლოოდ მიესაჯა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
6.5. ამავე განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრდებულია კ. კ–ე, – დაბადებული 19.. .
7. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ია მეფარიშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ო. ბ–ის, ნ. მ–ის, ა. ჯ–ისა და ა. გ–ის დამნაშავეებად ცნობას მათთვის ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენისათვის, ხოლო კ. კ–ის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას, ასევე – მსჯავრდებულ ო. ბ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – მ. ნ–ემ, მსჯავრდებულ ა. გ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – გ. ო–მა, მსჯავრდებულ ა. ჯ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ც. მ–ემ და მსჯავრდებულ კ. კ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ნ. შ–მა, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ივნისის განაჩენი შეიცვალა:
8.1. ო. ბ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 12 ივლისს, 0,004 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ გასაღების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 10 ივლისიდან 2022 წლის 4 აგვისტომდე ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შეძენა, შენახვის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა 2022 წლის 12 ივლისს, 0,004 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შეძენისა და შენახვის ბრალდება; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 10 ივლისიდან 2022 წლის 4 აგვისტომდე ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შეძენა, შენახვის ეპიზოდი) და მიესაჯა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 17 ივლისს ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შეძენა, შენახვის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლისგანაც გათავისუფლდა 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 10 ივლისს ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ გასაღების ეპიზოდი) – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 11 ივლისის ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ გასაღების ეპიზოდი) – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 17 ივლისს ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ გასაღების ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 20 ივლისს ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ გასაღების ეპიზოდი) – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 25 ივლისის ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ გასაღების ეპიზოდი) – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 4 აგვისტოს ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ გასაღების ეპიზოდი) – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 4 აგვისტოს ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ გასაღების ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და განესაზღვრა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ო. ბ–ს, საბოლოოდ განესაზღვრა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
8.2. ნ. მ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.
8.3. ა. ჯ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის დაუნიშნავად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი; ზემოაღნიშნული ქმედება შესაბამისობაში მოვიდა მოქმედ კანონმდებლობასთან და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2651-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.
8.4. ა. გ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ზემოაღნიშნული ქმედება შესაბამისობაში მოვიდა მოქმედ კანონმდებლობასთან, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2651-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა. გ–ს საბოლოოდ მიესაჯა – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
8.5. ამავე განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრდებულია კ. კ–ე.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ია მეფარიშვილმა, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ო. ბ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – მ. ნ–ემ.
10. კასატორი – ბრალდების მხარე – ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყტვეტილების შეცვლასა და ო. ბ–ის, ნ. მ–ის, ა. ჯ–ისა და ა. გ–ის დამნაშავეებად ცნობას მათთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენისათვის, ხოლო კ. კ–ის მიმართ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ განაჩენის გამამართლებელი ნაწილი – დაუსაბუთებელი და უკანონოა, რადგან არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება კანონს. საქმის განხილვის შესაბამის ეტაპებზე, ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა და გამოიკვლია ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების – მოწმეების ჩვენებების, ამოღების ოქმების, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნების, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერებისა და სხვა სამხილების – საკმარისი ერთობლიობა და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად დაადასტურა ო. ბ–ის, ნ. მ–ის, ა. ჯ–ისა და ა. გ–ის ბრალეულობა.
11. კასატორი – დაცვის მხარე – ითხოვს ო. ბ–ის მიმართ სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის უდანაშაულოდ ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან არ არსებობს უტყუარი, პირდაპირი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედება მის მსჯავრდებას. განაჩენი გამოტანილია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ვიდეოჩანაწერებზე დაყრდნობით, რომელთა ავთენტურობა არ დადგენილა შესაბამისი, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნებით. ერთადერთი სამხილი, რომელიც საქმეში გამოკვეთილია – აგტენტ-პროვოკატორ თ. ა–ის ჩვენებაა, რომელიც არ უნდა გაიზიაროს სასამართლომ, რადგან ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს. თ. ა–ის თქმით, ო. ბ–მა თითქოსდა გადასცა მას გარკვეული ნივთიერება, რომელიც სამართალდამცავებს გადაცემის ადგილას არ ამოუღიათ და უტყუარად არ დადგენილა, რეალურად, რა გადაეცა მას. შესაბამისად, ცალსახად არ დასტურდება, რომ სწორედ ის ნივთიერებები დალუქეს სამართალდამცავებმა, რომლებიც ო. ბ–მა გადასცა თ. ა–ეს, მაშინ, როდესაც, თ. ა–ე თავადაც ნარკოტიკების მომხმარებელია და ამ ნივთიერებებთან მიმართებით, შეეძლო გარკვეული მანიმუპაცია. მით უფრო, როდესაც თავადვე დაადასტურა, რომ ო. ბ–ზე იყო გაბრაზებული და მის მიმართ შურისძიების მიზნით, ანგარიშსწორებისათვის ყველაფერს გააკეთებდა.
12. გამართლებულ ნ. მ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ქ. გ–მა და მსჯავრდებულ ა. ჯ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ც. მ–ემ, საკასაციო შესაგებლებით ითხოვეს, არ დაკმაყოფილდეს გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილის საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
13. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
14. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, როგორც დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ – ო. ბ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის, ისე – ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულების – ო. ბ–ის, ა. ჯ–ისა და ა. გ–ის, ისევე, როგორც გამართლებულ – ნ. მ–ის, ბრალდების შესახებ დადგენილებების კვალიფიკაციების შესაბამისად, დამნაშავეებად ცნობის შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად და ობიექტურად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები.
16. საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება სააპელციო სასამართლოს დასკვნას, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად აკისრია ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ დაადასტურა ო. ბ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომელზეც იმსჯელა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ და რომელიც ქმნის უტყუარ და საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ: მოწმე თ. ა–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი ნაცნობი ო. ბ–ისაგან, რომელიც იყო ნარკოტიკების სისტემატური რეალიზატორი, დანაშაულის მხილების მიზნით, გამოძიებასთან თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენჯერმე შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც, ყოველ ჯერზე, წარუდგინა სამართალდამცავებს; მოწმე თ. ა–ის მამხილებელი ჩვენება თანმიმდევრულია და დამაჯერებელი, რამეთუ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით, რომლებსაც ამ სამხილის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს და რომელთა შინაარსი უდავოდ ცხადყოფს, რომ თ. ა–ისა და ო. ბ–ის კომუნიკაცია უკავშირდება სწორედ ნარკოტიკული საშუალებების ყიდვა-გაყიდვას და მისი სხვაგვარად ინტერპრეტირება (თითქოსდა, ვინაიდან ნარკოტიკული საშაუალებები დაუყოვნებლივ, რეალიზაციისთანავე არ ამოღებულა, სარწმუნოდ ვერ დგინდება, რა ნივთიერებებს გადასცემდა ო. ბ–ი თ. ა–ეს) ფაქტობრივად შეუძლებელია. იმავდროულად, 2022 წლის 10, 11, 17, 20, 25 ივლისისა და 4 აგვისტოს ამოღების ოქმებით, ამოღებაში მონაწილე გამომძიებლების – შ. ქ–ს, ა.ე–ს, გ.ბ–ს ჩვენებებითა და №........, №......., №......, №........ და №..... ქიმიური ექპერტიზების დასკვნებით დადასტურებულია, რომ ო. ბ–მა უკანონოდ შეიძინა, შეინახა და 2022 წლის 10, 11, 17, 20, 25 ივლისსა და 4 აგვისტოს თ. ა–ეს ასვე უკანონოდ მიასაღა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.
17. კასატორის სხვა საკვანძო არგუმენტებს – მათ შორის დანაშაულის შესაძლო პროვოკაციასთან დაკავშირებით – რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, რასაც იზიარებს და ეთანხმება საკასაციო სასამართლოც. საყურადღებოა, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
18. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მოტივაციისას, მართებულად მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ 2022 წლის 12 ივლისის ეპიზოდთან მიმართებით, რომლის ფარგლებშიც, ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ თ. ა–ემ ო. ბ–ისაგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ამ უკანასკნელს, თავის მხრივ, შეძენილი ჰქონდა ა. გ–ისა და ნ. მ–ისაგან, არ არის უგულებელყოფილი გონივრული ეჭვი ნივთმტკიცების – ამოღებული ნარკოტიკული საშუალების – შესაძლო გამოცვლასთან დაკავშირებით, რამეთუ ამოღების ოქმით ირკვეოდა, რომ 2022 წლის 12 ივლისს, საქართველოს შსს გორის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, გადაუდებელი აუცილებლობის გამო, გამომძიებელმა – შ. ქ–მა თ. ა–ეს ამოუღო ო. ბ–ისგან შეძენილი ორი აბი, სავარაუდო ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოქსინი“, მაგრამ საქმის არსებითი განხილვის დროს, სასამართლოში ნივთმტკიცების გამოკვლევის დროს, საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნივთმტკიცების ლუქზე არ აღმოჩნდა თ. ა–ის ხელმოწერა. შესაბამისად, მტკიცებულებების შეფასების დროს, 2022 წლის 12 ივლისის დანაშაულებრივ ეპიზოდთან მიმართებით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შესაძლო გამოცვლასთან დაკავშირებული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესთ, In dubio pro reo – პრინციპიდან გამომდინარე, მართებულად გადაწყდა ბრალდებულების სასარგებლოდ. იმავდროულად, 2022 წლის 17 ივლისის დანაშაულებრივ ეპიზოდთან მიმართებით, რამდენადაც ბრალდების მხარე ო. ბ–სა და ა. ჯ–ს ედავებოდა, რომ შეიძინეს, შეინახეს და თ. ა–ეს ჯგუფურად მიასაღეს ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, თუმცა სასამართლოში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის, ვერც თ. ა–ის ჩვენებით, რომელსაც არ მიუთითებია ა. ჯ–ზე, მიუხედავად იმისა, რომ იცნობდა მას და არც ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერით დგინდება, თუ ვინ ახლდა თან ო. ბ–ს ნარკოტიკების რეალიზაციისას, არ დადასტურებულა ა. ჯ–ის ბრალეულობა. შესაბამისად, 2022 წლის 17 ივლისის დანაშაულებრივ ეპიზოდთან მიმართებით, ა. ჯ–ი მართებულად ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, ხოლო, ო. ბ–ის ქმედება, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან – ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულიდან –გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
19. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილისა და მსჯავრდებულ ო. ბ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ–ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი