1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
3. დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით.
4. ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს.
5. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
6. არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
7. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
8. არავის დაედება განმეორებით მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის.
9. არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
10. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს.
11. არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით. # # # # # # # # #
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.03.2018 კონსტიტუციური კანონი №2071
- 13.10.2017 კონსტიტუციური კანონი №1324
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (23.03.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 31. საპროცესო უფლებები 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. 2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. 3. დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით. 4. ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს. 5. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. 6. არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. 7. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. 8. არავის დაედება განმეორებით მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის. 9. არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. 10. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს. 11. არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით. # # # # # # # # #
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4380)
- საქმე №ბს-872(გ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.08.2026
…საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
- საქმე №2კ-258აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.07.2026
საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
- საქმე №2კ-117აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.07.2026
…მიმდინარეობა, რის გამოც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები უკავშირდებოდა ც. პ–ას მხრიდან საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. 17. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
- საქმე №2კ-219აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2026
მ-ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს…
- საქმე №2კ-167აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2026
ამავე პრინციპს განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტი და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი, რომელთა მიხედვითაც, ბრალდებული არ არის ვალდებული, ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა, ვინაიდან ბრალდების მტკიცების ტვირთი სრულად ეკისრება ბრალდების მხარეს.
- საქმე №2კ-227აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2026
- საქმე №2კ-217აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.07.2026
- საქმე №2კ-186აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.07.2026
- საქმე №ას-897-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
- საქმე №2კ-311აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.07.2026
- საქმე №2კ-220აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.07.2026
- საქმე №ას-320-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2026
- საქმე №2კ-293აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.07.2026
- საქმე №ას-833-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2026
- საქმე №2კ-234აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2026
- საქმე №2კ-51აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2026
- საქმე №2კ-150აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2026
- საქმე №2კ-157აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.07.2026
- საქმე №2კ-179აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.07.2026
- საქმე №2კ-82აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.07.2026
- საქმე №2კ-218აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.07.2026
- საქმე №2კ-99აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.07.2026
- საქმე №2კ-134აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2026
- საქმე №2კ-178აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.07.2026
- საქმე №2კ-31აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.07.2026
- საქმე №2კ-77აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.06.2026
- საქმე №ბს-321(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2026
- საქმე №2კ-78აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.06.2026
- საქმე №2კ-113აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.06.2026
- საქმე №ბს-209(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.06.2026
- საქმე №2კ-112აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.06.2026
- საქმე №2კ-1148აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2026
- საქმე №2კ-209აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.06.2026
- საქმე №ბს-541(გ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
- საქმე №2კ-1149აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.06.2026
- საქმე №2კ-1123აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.06.2026
- საქმე №2კ-170აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.06.2026
- საქმე №2კ-1094აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.06.2026
- საქმე №ას-425-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2026
- საქმე №ბს-422(გ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2026
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 4380-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს კონსტიტუცია, კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2020.
გამოქვეყნება: საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 24/08/1995.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება