1. საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
2. პარლამენტის მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით, რომელსაც პარლამენტის წევრის, კომიტეტის ან საპარლამენტო ფრაქციის ინიციატივის საფუძველზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს პარლამენტი. რეგლამენტს აქვს კანონის ძალა და მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.03.2018 კონსტიტუციური კანონი №2071
- 13.10.2017 კონსტიტუციური კანონი №1324
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №ას-392-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2021
…არამედ იმასაც, რომ არც სასამართლო ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაში და მართლმსაჯულება, მხოლოდ, კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა განახორციელოს. 35. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში საკანონმდებლო ხელისუფლებას საქართველოს პარლამენტი ახორციელებს.
- საქმე №ბს-1128(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.09.2021
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის 36-ე მუხლის ნაცვლად 48-ე მუხლის გამოყენება არის ტექნიკური შეცდომა, რომელიც არ ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
- საქმე №080310017002191493 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.05.2019
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლზე (2018 წლის 23 მარტის რედაქციით), რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის სტატუსს და უფლებამოსილებას, კერძოდ მითითებული მუხლის თანახმად,…
- საქმე №080310018002573536 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 28.03.2019
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით, საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითდ მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და სხვა უფლებამოსილებებს.
- საქმე №030210019002894208 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 19.12.2019
…უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე; (აქ მოიაზრება ბავშვის რჩენაც); საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის თანახმად ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ;
- საქმე №080310017002191493 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 18.02.2019
- საქმე №080310017002191493 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 18.02.2019
- საქმე №020210018002307913 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 14.06.2018
- საქმე №ბს-411(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.06.2024
- საქმე №010210015001103476 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 21.02.2019
- საქმე №101210018002559354 · ჭიათურის მაგისტრატი სასამართლო · 22.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 48 (4)
23.03.2018-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 48; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
- საქმე №3გ-ად-287-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2002
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით “არავინ არ აგებს პასუხს იმ მოქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.
- საქმე №330310018002557559 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.06.2019
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას,…
- საქმე №330310018002748071 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.02.2019
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას,…
- საქმე №330310018002557559 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.01.2019
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს კონსტიტუცია, კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2020.
გამოქვეყნება: საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 24/08/1995.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება