1. პარლამენტის მუშაობის ორგანიზებისათვის იქმნება პარლამენტის ბიურო, რომლის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები, პარლამენტის კომიტეტებისა და საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეები.
2. საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, პარლამენტის მიერ მთავრობის და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლის მიზნით პარლამენტში იქმნება კომიტეტები.
3. პარლამენტის წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საპარლამენტო ფრაქციაში რეგლამენტით დადგენილი წესით. ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს შვიდზე ნაკლები. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებები განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით.
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.03.2018 კონსტიტუციური კანონი №2071
- 13.10.2017 კონსტიტუციური კანონი №1324
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-129-129(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2018
საკასაციო პალატა საქართველოს კონსტიტუციის 41 მუხლსა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნტზე მითითებით მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის შეფასებებს და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობასა და შპს „...“ შორის,,...
- საქმე №ბს-684(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.02.2023
საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით (საქმეზე N1/4/757 საქართველოს მთავრობა გიორგი კერვალიშვილის წინააღმდეგ) დაადგინა „ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის N84 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში ნორმის არაკონსტიტუციურობა, ანუ გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ექსპერტთა ვინაობა არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური, ეს სცდება პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზანს და ზღუდავს საჯარო ინფორმაციის ღიაობის წესს, რაც დაუშვებელია.
- საქმე №040310419003252314 · ცაგერის რაიონული სასამართლო · 04.02.2020
მოპასუხემ-ც------- ს-----------–---–-- რ------–-------- არ დაავალა მისდამი დაქვემდებარებულ საჯარო სკოლებს გამოთხოვილი ინფორმაციის გაგზავნა მოსარჩელის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი. ა----- ი----–------ გ------------ მოითხოვს დარღვეული უფლების აღდგენას და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულებას - სარჩელში მითითებული საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალდებულებას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს კონსტიტუცია, კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2020.
გამოქვეყნება: საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 24/08/1995.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება