1. საქართველოში მცხოვრებ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
2. სახელმწიფო უფლებამოსილია კანონით დააწესოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა.
3. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით საქართველო თავშესაფარს აძლევს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.
4. დაუშვებელია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების წინააღმდეგ პირის საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია. # # # # # # # # # # #
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.03.2018 კონსტიტუციური კანონი №2071
- 13.10.2017 კონსტიტუციური კანონი №1324
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (23.03.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 33. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები 1. საქართველოში მცხოვრებ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. 2. სახელმწიფო უფლებამოსილია კანონით დააწესოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა. 3. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით საქართველო თავშესაფარს აძლევს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს. 4. დაუშვებელია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების წინააღმდეგ პირის საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია. # # # # # # # # # # #
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ბს-781(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2025
…ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. განსახილველ შემთხვევაში, მის მიერ დადასტურდა საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვის გაცემის საფუძველი, შესაბამისად, უარის თქმის საფუძვლების კანონიერება მოპასუხის მტკიცების საგანს წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
- საქმე №ბს-356(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2025
…არ ჰქონია. მისი მოსაზრებით, არ ყოფილა დაცული საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, მას ჰყავს მეუღლე, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, ისინი ერთად ეწევიან სოფლის მეურნეობას სოფელ...ში. მათი გეგმები უკავშირდება საქართველოში ყოფნას. საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
- საქმე №ბს-814(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2025
…და გაძევების საკითხები განეკუთვნება სახელმწიფოს თვითმყოფად, ექსკლუზიურ და სუვერენულ პრეროგატივას მიგრაციის სფეროში, რომელიც ხორციელდება სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საქართველოში მცხოვრებ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
- საქმე №ას-506-484-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.09.2016
სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გაფიცვის უფლება აღიარებულია. ამ უფლების განხორციელების წესი განისაზღვრება კანონით.
- საქმე №ას-480-461-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2016
საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლი, შრომის კოდექსის 48-ე-52-ე მუხლები, ასევე, „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონი, რადგანაც საქმეში არ არის…
- საქმე №ას-397-370-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.10.2010
- საქმე №330310018002564123 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.10.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 47 (3)
23.03.2018-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 47; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
- საქმე №2კ-281დად.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.01.2003
…ფედერაციაში ექსტრადიციის შესახებ, შემდეგი გარემოებების გამო: საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის დებულებიდან გამომდინარე, “საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.” საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ა.
- საქმე №330310018002722382 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.12.2019
…წარმოშობილ სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებთან -,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციასთან,,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1967 წლის ოქმსა და,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონთან. საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით, საქართველო თავშესაფარს აძლევს უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.
- საქმე №330310017002038595 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.03.2018
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით, საქართველო თავშესაფარს აძლევს უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს კონსტიტუცია, კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2020.
გამოქვეყნება: საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 24/08/1995.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება