1. ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №2კ-914აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.03.2007
ა-ლი გასამართლებული იყო სომხეთის რესპუბლიკის ლორის ოლქის სასამართლოს 2001 წლის 29 მარტის განაჩენით სომხეთის რესპუბლიკის სსკ-ის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 99-ე მუხლის 1-ლი პუნქტითა და 232-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ მათ შორის განზრახ მკვლელობისათვისაც და მიესაჯა 12 წლით, 10 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით.
- საქმე №2კ-46კოლ.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.03.2004
8 იანვარს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და იგი პასუხისგებაში მიეცა საქართველოს სსკ-ის 232-ე მუხლის მეორე ნაწილით, 238-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტებით.
- საქმე №2კ-230დად.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.09.2003
პროკურორმა წარმოადგინა სასამართლოს დადგენილება, სადაც მითითებულია, რომ სახეზეა სამოხელეო დანაშაული, რაც განსაზღვრულია სსკ-ს 232-ე, 234-ე და 341-ე მუხლებით. პროკურორმა აღნიშნა, რომ სსკ-ს 232-ე მუხლი ეხება ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებას, ხოლო 234-ე მუხლით კი გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიაზე რადიაქტიური, ტოქსიკური სამრეწველო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენის ტრანზიტი ან იმპორტი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება