1. ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის
ან ნივთიერების გადატანა, განთავსება, გასროლა, აფეთქება ან სხვა მოქმედება, ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის, სხეულის მძიმე დაზიანების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი საზოგადოებრივ ადგილზე, საჯარო დაწესებულებაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში ან ინფრასტრუქტურის ობიექტზე ანდა მის წინააღმდეგ, სიცოცხლის მოსპობის ან სხეულის მძიმე დაზიანების გამოწვევის ან/და აღნიშნული ადგილის, დაწესებულების, სისტემის ან ობიექტის დაზიანების მიზნით, როცა ეს დაზიანება იწვევს მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგს, ან მას, სავარაუდოდ, მოჰყვება ასეთი დანაკარგი, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ასეთი დანაშაულისათვის;
გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია;
ბ) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5744 – ვებგვერდი, 15.03.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.03.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 02.03.2012 კანონი №5744
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(29)
- საქმე №2კ-294აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2026
…საჩივრის დასაშვებობის საკითხი და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა: 1. წარდგენილი ბრალდების არსი: 1.1. დ. ხ–ი (პირადი ნომერი:.........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 18, 229-ე მუხლის პირველი ნაწილით (აფეთქების მომზადება, ე.ი. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობის გადატანის, განთავსების და აფეთქების მომზადება მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის და სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით: 1.2.
- საქმე №2კ-916აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.04.2026
ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქება, ჩადენილი მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანისა და სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 25, 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. ა. ნ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ა. ნ–მა ფინანსური და მატერიალური სარგებლის მიღებისა და დაშინების მიზნით გადაწყვიტა ლ–ის რაიონის სოფელ კ–ში მცხოვრები მ.
- საქმე №2კ-1309აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.03.2025
ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით;
- საქმე №2კ-790აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.06.2019
წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,გ“ ქვეპუნქტით - საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 220 საათით.
- საქმე №2კ-305აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.11.2016
ს-ი საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. გ. ს-თვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება გაუქმდა.
- საქმე №182აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.12.2013
- საქმე №245აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.11.2013
- საქმე №662აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.11.2013
- საქმე №2კ-1353-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.04.2013
- საქმე №2კ-478-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.03.2013
- საქმე №227საზ.-2007 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.12.2008
- საქმე №42საზ.-2008 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2008
- საქმე №2კ-137აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.07.2007
- საქმე №137საზ.-2007 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.07.2007
- საქმე №75საზ.-2007 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.07.2007
- საქმე №2კ-1134აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.05.2007
- საქმე №128საზ.-2007 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.05.2007
- საქმე №2კ-3კოლ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.04.2007
- საქმე №ბს-126-106-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2004
- საქმე №2კ-95კოლ.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.10.2004
- საქმე №3გ/ად-159-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.10.2003
- საქმე №2კ-154აპ.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2003
- საქმე №2კ-37კოლ.-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2001
- საქმე №160100117002037400 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.11.2018
- საქმე №330100119003131946 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.09.2019
- საქმე №330100118002786682 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.08.2019
- საქმე №140100118002735343 · გორის რაიონული სასამართლო · 31.03.2019
- საქმე №130100118002303321 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 30.03.2018
- საქმე №160100117002037400 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 06.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება