შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
128-საზ ქ. თბილისი
11 მაისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ოშხარელი (თავმჯდომარე)
ლ. მურუსიძე, დ. სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. თ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1995 წლის 7 დეკემბრის განაჩენით:
ი. თ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 150-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 203-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 157-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა (ამნისტირებულია), ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 252-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან _ 1 წელი და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. ი. თ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 18 მაისიდან;
დ. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით _ 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 157-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა (ამნისტირებულია), ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (ამნისტირებულია), ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მეხუთე ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა (ამნისტირებულია). საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან _ 6 თვე და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. დ. გ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 27 აპრილიდან;
გ. პ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედ.) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტებით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 157-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 205-ე მუხლის მესამე ნაწილით (ამნისტირებულია) _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 206-ე მუხლით (ამნისტირებულია) _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 229-ე მუხლის პირველი ნაწილით (ამნისტირებულია) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მეორე ნაწილით (ამნისტირებულია) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. პ-ნს სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 3 მაისიდან.
განაჩენით მსჯავრდებულ ი. თ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი მოქალაქეთა პირადი ქონების ფარული გატაცება ბინაში შეღწევით; გაქცევა თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით; ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით; მოქალაქეთა პირადი ქონების განზრახ დაზიანება საყოველთაოდ საშიში საშუალებით; ავტომატური ცეხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება და შენახვა; ნარკოტიკულ ნივთიერებათა უკანონო შეძენა, გადაზიდვა და შენახა გასაღების მიზნის გარეშე.
გლდანის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 2 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებული ი. თ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 17,203-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 41-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე ნაწილობრივ დაემატა ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1995 წლის 7 დეკემბრის განაჩენით მოუხდელი სასჯელიდან 9 წელი და 6 თვე და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, ნაცვლად 14 წლისა და 6 თვისა, რითაც დაშვებულ იქნა მექანიკური შეცდომა. ი. თ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 4 ივნისიდან.
განაჩენით მსჯავრდებულ ი. თ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა გაქცევის მცდელობა თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1995 წლის 7 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მსჯავრდებულ ი. თ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ. რედაქცია), გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე და ამ მუხლით მას მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძვ. რედაქცია), გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილზე და ამ მუხლით მას მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ძვ. რედაქცია), გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე და ამ მუხლით მას მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; ი. თ-ლს მოსახდელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ დ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძვ. რედაქცია), გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილზე; მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ძვ. რედაქცია), გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე და ამ მუხლით მას მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ, დ. გ-ეს მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ გ. პ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძვ. რედაქცია), გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილზე და ამ მუხლით მას მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ძვ. რედაქცია), გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე და ამ მუხლით მას მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ, გ. პ-ნს მოსახდელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად;
გლდანის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 2 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ი. თ-სათვის მისჯილ 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1995 წლის 7 დეკემბრის განაჩენით მოუხდელი სასჯელიდან 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ი. თ-ლი საჩივრით ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინების მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განჩინებით ი. თ-ლს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მეორე ნაწილით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე ქვეპუნქტებით, 252-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ. რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებით (2006 წლის 5 ივლისის რედაქცია) წარმოადგენს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ ყაჩაღობას, რადგან ამავე კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.
აღნიშნულ ცვლილებამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილით, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერ იყო ჩადენილი, თუ იგი განახორციელა პირთა მყარმა ჯგუფმა, რომლებიც წინასწარ შეკავშირდნენ რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.
საქმის მასალებით არ დასტურდება მსჯავრდებულების _ ი. თ-ის, დ. გ-სა და გ. პ-ის წინასწარი შეთანხმება რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ 2006 წლის 5 ივლისის ცვლილებამდე, რომელიც ძალაშია ამავე წლის 23 აგვისტოდან, მოქმედი სისხლის სამართლის კანონი ორგანიზებული ჯგუფის, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნის, დეფინიციის შესახებ, რომელიც ყველაზე მსუბუქია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ი. თ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტის სახით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან, რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის სასჯელიც.
საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტით (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ყაჩაღობისათვის ბინაში შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე; ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ი. თ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტით (ძვ. ედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან.
მსჯავრდებულ ი. თ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
12 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან _ 1 წელი და საბოლოოდ მას მოსახდელად უნდა განესაზღვროს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, გლდანის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 2 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ი. თ-ათვის მისჯილ 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ უნდა დაემატოს ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1995 წლის 7 დეკემბრის განაჩენით მოუხდელი სასჯელიდან _ 8 წელი და 6 თვე და საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულების _ დ. გ-სა და გ. პ-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
განაჩენით დ. გ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით (ძვ. რედაქცია), 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
მსჯავრდებულ დ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტის სახით (ძვ. რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული.
საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტით (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ყაჩაღობისათვის ბინაში შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე; ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, ე.ი. არ იცვლება დანაშაულის სიმძიმის კატეგორია და დანიშნული სასჯელიც სანქციის ფარგლებშია, რის გამოც, საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტი (ძვ. რედაქცია) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან.
მსჯავრდებულ დ. გ-ეს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტითა (ძვ. რედაქცია) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან _ 6 თვე და საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენით გია პ-ნს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტებით (ძვ.რედაქცია), 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
მსჯავრდებულ გ. პ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტის სახით (ძვ. რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული.
საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე (ყაჩაღობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ აქვს ჩადენილი ყაჩაღობა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით ან ბანდიტიზმი) და მეხუთე პუნქტებით (ბინაში შეღწევით), სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე; ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები იმავე ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გ. პ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტებით (ძვ. რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებთან და სასჯელის ზომად განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გ. პ-ნს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით საბოლოოდ სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იმის გათვალისწინებით, რომ გ. პ-ნს სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 3 მაისიდან, მას დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი. თ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინება შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ ი. თ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე;
მსჯავრდებულ ი. თ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტით (ძვ. რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე.
მსჯავრდებულ ი. თ-ლს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან _ 1 (ერთი) წელი და მას მოსახდელად განესაზღვროს 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გლდანის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 2 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ი. თ-სათვის მისჯილ 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1995 წლის 7 დეკემბრის განაჩენით მოუხდელი სასჯელიდან _ 8 (რვა) წელი და 6 (ექვსი) თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 13 (ცამეტი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. ი. თ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 18 მაისიდან;
მსჯავრდებულ დ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ. რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე;
მსჯავრდებულ დ. გ-ეს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტითა (ძვ. რედაქცია) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით სასჯელის ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან _ 6 (ექვსი) თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა. დ. გ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 27 აპრილიდან;
მსჯავრდებულ გ. პ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე;
მსჯავრდებულ გ. პ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტებით (ძვ.რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტზე;
გ. პ-ნს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
გ. პ-ნს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან;
განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.