1. პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის, მსაჯის, მწვრთნელის, გუნდის ხელმძღვანელის ან ორგანიზაციის, ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის ორგანიზატორის ან ჟიურის წევრის მოსყიდვა შეჯიბრების ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მიზნით, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
4. პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის მიერ უკანონოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების მიღება ანდა ქონებრივი მომსახურებით სარგებლობა შეჯიბრების ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
5. პროფესიული სპორტული შეჯიბრების მსაჯის, მწვრთნელის, გუნდის ხელმძღვანელის ან ორგანიზაციის, ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის ორგანიზატორის ან ჟიურის წევრის მიერ უკანონოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების მიღება ანდა ქონებრივი მომსახურებით სარგებლობა შეჯიბრების ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მიზნით, –
ისჯება ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
შენიშვნა:
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ის, ვინც ნებაყოფლობით განუცხადებს ხელისუფლების ორგანოს, რომ ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ რომელიმე პირს გადასცა ფული, ფასიანი ქაღალდი ან სხვა ქონება ანდა გაუწია მას ქონებრივი მომსახურება.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 203. პროფესიული სპორტული შეჯიბრების ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვა 1. პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის, მსაჯის, მწვრთნელის, გუნდის ხელმძღვანელის ან ორგანიზაციის, ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის ორგანიზატორის ან ჟიურის წევრის მოსყიდვა შეჯიბრების ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. 4. პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის მიერ უკანონოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების მიღება ანდა ქონებრივი მომსახურებით სარგებლობა შეჯიბრების ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 5. პროფესიული სპორტული შეჯიბრების მსაჯის, მწვრთნელის, გუნდის ხელმძღვანელის ან ორგანიზაციის, ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის ორგანიზატორის ან ჟიურის წევრის მიერ უკანონოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების მიღება ანდა ქონებრივი მომსახურებით სარგებლობა შეჯიბრების ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მიზნით, – ისჯება ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. შენიშვნა: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ის, ვინც ნებაყოფლობით განუცხადებს ხელისუფლების ორგანოს, რომ ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ რომელიმე პირს გადასცა ფული, ფასიანი ქაღალდი ან სხვა ქონება ანდა გაუწია მას ქონებრივი მომსახურება. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271 საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(53)
- საქმე №38აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.03.2025
გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (ძველი რედაქცია) 78-ე მუხლით, სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეოთხე პუნქტით, სსკ-ის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 133-ე მუხლით, სსკ-ის 1331-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეოთხე პუქტებით, სსკ-ის 203-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით, სსკ-ის 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა სიკვდილით დასჯა, რაც შეეცვალა – 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.
- საქმე №1307აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.02.2014
ც-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 152–ე მუხლის მე–2 ნაწილის პირველი პუნქტით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 150–ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238–ე მუხლის მე–5 ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 203–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 212–ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჩადენილი დანაშაულების ერთობლიობით, ნაკლებად მკაცრი სასჯელის უფრო მკაცრი სასჯელის მიერ შთანთქმის გზით, საქართველოს რესპუბლიკის სსკ–ის მე–40 მუხლის შესაბამისად, თ.
- საქმე №972აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.01.2014
ო-ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის განაჩენით სსკ–ის 152–ე მუხლის მეორე ნაწილით (1960 წლის რედაქცია), 17, 203–ე მუხლის პირველი ნაწილით (1960 წლის 30 მაისის რედაქცია), ამავე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (მოქმედი რედაქცია), 363–ე მუხლის მე–2 ნაწილით, 3711–ე…
- საქმე №719აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.01.2014
ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებით, 110-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 203-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-5 ნაწილებით, 203-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 133-ე მუხლით, 1331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
- საქმე №2კ-1427-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.04.2013
ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებით, 110-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 203-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-5 ნაწილებით, 203-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 133-ე მუხლით, 1331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
- საქმე №2კ-1102-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.04.2013
- საქმე №2კ-1086-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.04.2013
- საქმე №2კ-663-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.03.2013
- საქმე №2კ-225-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.03.2013
- საქმე №26აგ.-2012 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.10.2012
- საქმე №55საზ.-2007 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.01.2009
- საქმე №233საზ.-2006 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.07.2008
- საქმე №2კ-168აპ.-08 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.06.2008
- საქმე №202საზ.-2007 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.06.2008
- საქმე №168საზ.-2007 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.05.2008
- საქმე №66საზ.-2006 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.05.2008
- საქმე №340საზ.-2007 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.05.2008
- საქმე №21საზ.-2008 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.04.2008
- საქმე №22საზ.-2008 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.03.2008
- საქმე №7საზ.-2008 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.03.2008
- საქმე №2კ-2130აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.02.2008
- საქმე №326საზ.-2007 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.11.2007
- საქმე №439საზ.-2006 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.10.2007
- საქმე №75საზ.-2007 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.07.2007
- საქმე №268საზ.-2006 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.05.2007
- საქმე №128საზ.-2007 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.05.2007
- საქმე №112საზ.-2007 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.05.2007
- საქმე №167საზ.-2006 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.04.2007
- საქმე №503-დად · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.01.2006
- საქმე №2კ-435დად.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.11.2005
- საქმე №2კ-277დად.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2005
- საქმე №2კ-185დად.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.06.2005
- საქმე №2კ-128დად.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.04.2005
- საქმე №2კ-28დად.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.03.2005
- საქმე №2კ-328დად.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.10.2004
- საქმე №2კ-250დად.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.07.2004
- საქმე №2კ-183დად.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.06.2004
- საქმე №2კ-306დად.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.12.2003
- საქმე №2კ-308დად.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.12.2003
- საქმე №2კ-131კოლ.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.12.2003
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 53-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება