შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 28-დად 1 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ისაევი,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ა. ა-ს კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 26 იანვრის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ა. აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს 1990 წლის 12 დეკემბერის განაჩენით მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის II ნაწილით, 203-ე მუხლის I ნაწილით, 104-ე მუხლის “2,6” ქვეპუნქტებით, 104-ე მუხლის “6,7,9 ქვეპუნქტებით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც სასაჯელის ზომად შეეფარდა დახვრეტა, რაც საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის ¹... ბრძანებულებით შეეცვალა თავისუფლების აღკვეთით 20 წლის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მას დანიშნული სასჯელის მოხდა უმთავრდება 2006 წლის 6 ოქტომბერს, ხოლო სასჯელის 3/4 ნაწილი მოიხადა 2010 წლის 7 იანვარს.
მსჯავრდებული ა. Aა. 2004 წლის 25 თებერვლიდან სასჯელს იხდის რუსთავის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაცია მას ახასიათებს დადებითად, აღნიშნავს, რომ მას კოლონიის შინაგანაწესი და რეჟიმის მოთხოვნები არ დაურღვევია, მეგობრობს გამოსწორების გზაზე მდგარ მსჯავრდებულებთან, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და დგას გამოსწორების გზაზე.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, რუსთავის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც იშუამდგომლა მსჯავრდებულ ა. Aა-ს სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების თაობაზე.
სასამართლომ განიხილა წარდგინება და, არ დააკმაყოფილა რა იგი, 2005 წლის 26 იანვრის დადგენილებით უარი უთხრა მსჯავრდებულ ა. Aა-ს სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებაზე.
კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ მოხდილი აქვს სასჯელის სამი მეოთხედი, ყავს ავადმყოფი დედა, ინანიებს დანაშაულს, დგას გამოსწორების გზაზე და, მიუხედავად ამისა, სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი პირობით ვადამდე სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებაზე.
პალატის სხდომაზე განხილვისას გამოქვეყნდა კერძო საკასაციო საჩივრის შინაარსი და მოთხოვნა.
პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ო. რ-ამ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მან რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 26 იანვრის დადგენილება ა. ა-ას მიმართ მიიჩნია კანონიერად და ითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ა. Aა-ს პირადი საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა პროკურორს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
რუსთავის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მსჯავრდებულ ა. ა-ს თაობაზე შედგენილ დოკუმენტებში (დახასიათება, წარდგინება) მოცემული გარემოებები სავსებით აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც დაცული უნდა იყოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებისას. მსჯავრდებულმა სასჯელის სამი მეოთხედი, რაც სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების აუცილებელი პირობაა, მოიხადა 2005 წლის 7 იანვარს. მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მას არ აქვს რეჟიმის დარღვევა, მტკიცედ დგას გამოსწორების გზაზე. ამდენად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილებაში მითითებულ მოტივებს, კერძოდ, იმას, რომ მას დარჩენილი აქვს შეფარდებული სასჯელის საკმაოდ დიდი ნაწილი 4 წელი, 11 თვე და 11 დღე და ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რის გამოც მსჯავრდებულ ა. ა-ას უარი ეთქვა სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებაზე, პალატა არ მიიჩნევს ჯეროვან და დასაბუთებულ საფუძვლად.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 26 იანვრის დადგენილება უნდა გაუქმდეს, ხოლო მსჯავრდებული ა. ა-ა სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდეს ვადამდე პირობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. ა. კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 26 იანვრის დადგენილება Mრუსთავის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გაუქმდეს და მსჯავრდებული ა. ა. გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.