განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 04.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1102-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№11021-13 4 აპრილი, 2013 წელი

კ-ე გ.- 11021-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, თეიმურაზ თოდრია

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ თ. გ-ის

ადვოკატ – ი. ხ-ის

მსჯავრდებულ _ გ. კ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 31 იანვრის განაჩენით გ. კ-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ძველი რედაქცია) და მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა .

თბილისის დიდუბე - ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 აპრილის განაჩენით გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4 და მე-6 პუნქტებით – 11-11 წლით; სსკ-ის 203-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ხოლო სსკ-ის 212-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. კ-ეს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 1999 წლის 11 აგვისტოდან.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 ივლისის განაჩენით გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, ხოლო სსკ-ის 19, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. კ-ეს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2001 წლის 9 აპრილიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 აგვისტოს განაჩენით გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი, 22 დღე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. კ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 17 თებერვლიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აპრილის განაჩენით გ. კ-ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 თებერვლის განჩინებით გ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №… დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. კ-ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 მარტის განჩინებით გ. კ-ეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დანიშნული 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. კ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 17 თებერვლიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 მარტის განჩინების თაობაზე გ. კ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით აღნიშნა, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონი უნდა გავრცელებულიყო რეალურად დანიშნულ სასჯელებზე. ამასთან, აღნიშნა, რომ, რადგან მას დანიშნული სასჯელი უკვე მოხდილი აქვს, უნდა ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ. კ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის გავრცელება კანონიერია, ვინაიდან მასზე არ ვრცელდება აღნიშნული კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. კ-ეს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული და არა - მოუხდელი სასჯელები, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. კ-ეს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის დიდუბე - ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 აპრილის განაჩენით შთანთქმის პრინციპით დანიშნული სასჯელი - 11 წელი და უნდა განესაზღვროს 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 თვე, რაც ასევე უნდა შემცირდეს ერთი მეოთხედით და ამ განაჩენით, ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, უნდა განესაზღვროს 8 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 ივლისის განაჩენით შთანთქმის პრინციპით დანიშნული სასჯელი - 6 წელი და უნდა განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, წინა განაჩენის მოუხდელი ნაწილიდან - 6 წლიდან, 8 თვიდან და 17 დღიდან - პროპორციულობის პრინციპის დაცვით, უნდა დაემატოს 2 წელი, 8 თვე, 6 დღე და საბოლოოდ ამ განაჩენით უნდა განესაზღვროს 7 წლით, 2 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 8 წელი და უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, წინა განაჩენის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლიდან, 3 თვიდან და 29 დღიდან - პროპორციულობის პრინციპის დაცვით, უნდა დაემატოს 1 წელი, 10 თვე, 11 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 7 წლით, 10 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. კ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. კ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის დიდუბე - ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 აპრილის განაჩენით შთანთქმის პრინციპით დანიშნული სასჯელი - 11 წელი და განესაზღვროს 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 თვე, რაც ასევე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და ამ განაჩენით, ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, განესაზღვროს 8 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 ივლისის განაჩენით შთანთქმის პრინციპით დანიშნული სასჯელი - 6 წელი და განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, წინა განაჩენის მოუხდელი ნაწილიდან - 6 წლიდან, 8 თვიდან და 17 დღიდან - პროპორციულობის პრინციპის დაცვით, დაემატოს 2 წელი, 8 თვე, 6 დღე და საბოლოოდ ამ განაჩენით განესაზღვროს 7 წლით, 2 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 8 წელი და განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, წინა განაჩენის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლიდან, 3 თვიდან და 29 დღიდან - პროპორციულობის პრინციპის დაცვით, დაემატოს 1 წელი, 10 თვე, 11 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახით განესაზღვროს 7 წლით, 10 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

თ. თოდრია