1. ყალბი საბანკო ბილეთის, ლითონის მონეტის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით ან გასაღება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) დიდი ოდენობით;
ბ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ;
გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე;
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
4. ყალბი საბანკო ბილეთის, ლითონის მონეტის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დასამზადებელი ნებისმიერი სახის საბეჭდი ფორმის, მატრიცის, ქაღალდის, საღებავის და სხვა საგნის ან ნივთიერების უკანონოდ დამზადება, შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა გასაღების მიზნით ან გასაღება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა:
ამ მუხლით დიდ ოდენობად ითვლება ყალბი საბანკო ბილეთი, ლითონის მონეტა, ფასიანი ქაღალდი ან ვალუტა, რომლის რაოდენობრივი მაჩვენებელი აღემატება ათი ათას ლარს.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2477 - სსმ I, №50, 31.12.2009 წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(167)
- საქმე №ბს-550(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2026
შ-ეს ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
- საქმე №2კ-124-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.12.2025
აღწერილი ქმედება დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
- საქმე №2კ-96-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.07.2025
…გათავისუფლების უფლება. 5.3. თურქეთის რესპუბლიკის შუამდგომლობაში მითითებული ე. (E.) გ-სათვის (G.) მსჯავრადშერაცხილი ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით…
- საქმე №2კ-59-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.04.2025
ქ-ის მიერ ჩადენილი და მოცემულ შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, სულ მცირე, შემდეგი მუხლებით: პროკურორის შუამდგომლობის 33-ე პარაგრაფში აღწერილი ქმედება დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
- საქმე №2კ-130აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.03.2025
ყალბი ვალუტის გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, – გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,გ” ქვეპუნქტით. მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: - 2023 წლის 10 აპრილს, დაახლოებით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე დროის შუალედში, გ-ის რაიონის სოფელ ვ-ს მიმდებარედ, მინდორში, მ.
- საქმე №2კ-197-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.12.2024
- საქმე №2კ-124-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.11.2024
- საქმე №2კ-126-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.11.2024
- საქმე №32აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.01.2024
- საქმე №2აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.05.2023
- საქმე №2კ-612აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.09.2022
- საქმე №2კ-523აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2022
- საქმე №2კ-298აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.06.2022
- საქმე №76აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.06.2021
- საქმე №62აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.03.2021
- საქმე №2კ-226-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.03.2021
- საქმე №2კ-170-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.03.2021
- საქმე №2კ-135-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.03.2021
- საქმე №2კ-162-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.03.2021
- საქმე №2კ-83-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.02.2021
- საქმე №2კ-23-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.02.2021
- საქმე №2კ-44-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.02.2021
- საქმე №2კ-966აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.06.2020
- საქმე №35აგ.-2019 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.02.2020
- საქმე №2კ-33აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.07.2019
- საქმე №2კ-670აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.05.2019
- საქმე №2კ-569აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.03.2019
- საქმე №2კ-330აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2018
- საქმე №2კ-287აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.11.2018
- საქმე №2კ-490აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.09.2016
- საქმე №30აგ.-2014 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.04.2014
- საქმე №1307აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.02.2014
- საქმე №551აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.01.2014
- საქმე №224აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.12.2013
- საქმე №293აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.11.2013
- საქმე №647აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.11.2013
- საქმე №2კ-1697-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.06.2013
- საქმე №2კ-1365-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.04.2013
- საქმე №2კ-1102-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.04.2013
- საქმე №2კ-1039-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.04.2013
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 167-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება