საზღვარგარეთ გატანილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კულტურის ძეგლის ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის დადგენილ ვადაში საქართველოში დაუბრუნებლობა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
საქართველოს 2001 წლის 22 ივნისის კანონი №989 – სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.79
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №2კ-989აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.03.2022
ვინაიდან პროკურორმა საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მომართა 2021 წლის 15 ნოემბერსვე, საჩივარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოტანილია საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადის დაცვით. 5. საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-4-მე-5 ნაწილების თანახმად, პირობის დარღვევა წარმოადგენს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმებისა და საქმის პროკურორისათვის დაბრუნების საფუძველს.
- საქმე №2კ-69აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.05.2021
2020 წლის 13 მარტს პროკურორმა გიორგი გაგნიძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადის დაცვით. 17.
- საქმე №2კ-184აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.03.2021
…პროკურატურას 2021 წლის 20 იანვარს ეცნობა თ. ა-ს მიერ თანხის გადახდის შეუძლებლობა და დარღვეულია საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების შესახებ საჩივრით მიმართვისთვის დადგენილი 1 თვიანი ვადა. 5. საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე სასამართლოსადმი მიმართვის ერთთვიანი ვადის ათვლას უკავშირებს იმ დღეს, როდესაც პროკურორი გამოავლენს მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმების პირობის დარღვევის თარიღს.
- საქმე №ა-2275-შ-72-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.04.2007
ს-ა ბრალდებულ იქნა სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 215-ე მუხლით საბაჟო წესების დარღვევის გამო. განსასჯელმა ზ. ს-მ თავი დამნაშავედ ცნო.
- საქმე №ვ-1630-შ-60-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2006
ბ-შვილის მიერ სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ. აღწერილობითი ნაწილი: სომხეთის რესპუბლიკის ლორისკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006წ.
- საქმე №2კ-88აპ.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2002
- საქმე №020100119002980813 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 06.05.2019
- საქმე №270100119002892394 · წალენჯიხის რაიონული სასამართლო · 13.03.2019
- საქმე №270100119002858140 · წალენჯიხის რაიონული სასამართლო · 20.02.2019
- საქმე №020100119002853185 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 16.02.2019
- საქმე №020100119002853214 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 16.02.2019
- საქმე №020100118002409222 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 21.04.2018
- საქმე №270139618002302840 · წალენჯიხის რაიონული სასამართლო · 13.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება