საქართველოს სახელმწიფო სამუზეუმო ფონდი, არქივი, ბიბლიოთეკა, კულტურული ფასეულობის საცავი სხვა სახელმწიფო დაწესებულება, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები და სხვა პირები კულტურის მოძრავი ძეგლისთვის ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტისთვის მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებად განცხადებით მიმართავენ სამინისტროს. განცხადებას უნდა ერთოდეს:
ა) მიმღებ მხარესთან დადებული ხელშეკრულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანის მიზნებისა და პირობების შესახებ;
ბ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მიმღები მხარის მიერ სადაზღვევო რისკის ყველა შემთხვევის უზრუნველყოფას, კომერციული დაზღვევა ან დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მიმღები მხარის მიერ ყველა სხვა რისკის ფინანსურ უზრუნველყოფას სახელმწიფო გარანტიით;
გ) მიმღები მხარისა და სახელმწიფოს დოკუმენტურად დამოწმებული გარანტიები საქართველოდან დროებით გატანილი კულტურული ფასეულობის დაცვისა და საქართველოში დაბრუნების შესახებ;
დ) ცნობა იმის შესახებ, არის თუ არა საქართველოდან დროებით გასატანი კულტურული ფასეულობა შეტანილი საქართველოს კულტურულ ფასეულობათა დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრში.
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.156
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3645-სსმI, №44, 27.11.2006წ., მუხ.293
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4553 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1635 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ,საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6973-რს - ვებგვერდი, 28.07.2020 წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №376 – ვებგვერდი, 18.03.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.03.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 16.03.2021 კანონი №376
- 15.07.2020 კანონი №6973-რს
- 07.12.2017 კანონი №1635
- 25.11.2015 კანონი №4553
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. განცხადება კულტურის მოძრავმოძრავი ძეგლსძეგლისთვის ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტსობიექტისთვის მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებად საქართველოს სახელმწიფო სამუზეუმო ფონდი, არქივი, ბიბლიოთეკა, კულტურული ფასეულობის საცავი სხვა სახელმწიფო დაწესებულება, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები და სხვა პირები კულტურის მოძრავმოძრავი ძეგლსძეგლისთვის ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტსობიექტისთვის მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებად განცხადებით მიმართავენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. განცხადებას უნდა ერთოდეს: ა) მიმღებ მხარესთან დადებული ხელშეკრულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანის მიზნებისა და პირობების შესახებ; ბ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მიმღები მხარის მიერ სადაზღვევო რისკის ყველა შემთხვევის უზრუნველყოფას, კომერციული დაზღვევა ან დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მიმღები მხარის მიერ ყველა სხვა რისკის ფინანსურ უზრუნველყოფას სახელმწიფო გარანტიით; გ) მიმღები მხარისა და სახელმწიფოს დოკუმენტურად დამოწმებული გარანტიები საქართველოდან დროებით გატანილი კულტურული ფასეულობის დაცვისა და საქართველოში დაბრუნების შესახებ; დ) ცნობა იმის შესახებ, არის თუ არა საქართველოდან დროებით გასატანი კულტურული ფასეულობა შეტანილი საქართველოს კულტურულ ფასეულობათა დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრში. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.156 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3645-სსმI, №44, 27.11.2006წ., მუხ.293 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ,
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 23, 11/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება