1. ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვალდებულია:
ა) სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, სამინისტროს/მუნიციპალიტეტის შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში წარუდგინოს სამინისტროს/მუნიციპალიტეტს ინფორმაცია ძეგლის არსებული მდგომარეობის შესახებ და გააფორმოს სამინისტროსთან/მუნიციპალიტეტთან ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ძეგლის დაზიანებისა და განადგურებისგან დაცვა და ძეგლის ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნება;
ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს/მუნიციპალიტეტს ძეგლის მდგომარეობის, მისი შენახვის პირობების ან გარემოს ცვლილებების შესახებ;
გ) ხელი შეუწყოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს და სპეციალისტებს ძეგლის დათვალიერებასა და მისი მდგომარეობის შესწავლაში, მათი მოთხოვნისამებრ მიაწოდოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია ძეგლის შესახებ, თუ ის არ არის სახელმწიფო, კომერციული ან კანონით დადგენილი სხვა საიდუმლოება;
დ) არ დაუშვას ძეგლზე რაიმე სახის თვითნებური ზემოქმედება, მათ შორის, ძეგლის ნაწილების ან ფრაგმენტების გადაკეთება, დანაწევრება, დაშლა, დამატება;
ე) ძეგლის გასხვისების შემთხვევაში წინასწარ აცნობოს სამინისტროს/მუნიციპალიტეტს, ხოლო ძეგლის შემძენს წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია ძეგლის სტატუსის შესახებ;
ვ) უზრუნველყოს ძეგლზე საზოგადოების დაშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
2. ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) უფლებამოსილია:
ა) გამოიყენოს ძეგლი ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და მიიღოს შემოსავალი;
ბ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო და სხვა შეღავათებით;
გ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ორგანოებისგან ანაზღაურების გარეშე მოითხოვოს სამეცნიერო-მეთოდური და სამართლებრივი კონსულტაცია თავის საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული ძეგლის შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 კვირის ვადაში, მუნიციპალიტეტი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ინფორმაციას (ან ხელშეკრულების ასლს) წარუდგენს სამინისტროს.
საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, № 34, 04.12.2008წ., მუხ.212
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5554 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1075 – ვებგვერდი, 25.09.2013წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6908 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6908
- 06.09.2013 კანონი №1075
- 20.12.2011 კანონი №5554
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 28. ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) უფლება-მოვალეობანი 1. ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვალდებულია: ა) სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, სამინისტროს/მუნიციპალიტეტის შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში წარუდგინოს სამინისტროს/მუნიციპალიტეტს ინფორმაცია ძეგლის არსებული მდგომარეობის შესახებ და გააფორმოს სამინისტროსთან/მუნიციპალიტეტთან ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ძეგლის დაზიანებისა და განადგურებისგან დაცვა და ძეგლის ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნება; ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს/მუნიციპალიტეტს ძეგლის მდგომარეობის, მისი შენახვის პირობების ან გარემოს ცვლილებების შესახებ; გ) ხელი შეუწყოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს და სპეციალისტებს ძეგლის დათვალიერებასა და მისი მდგომარეობის შესწავლაში, მათი მოთხოვნისამებრ მიაწოდოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია ძეგლის შესახებ, თუ ის არ არის სახელმწიფო, კომერციული ან კანონით დადგენილი სხვა საიდუმლოება; დ) არ დაუშვას ძეგლზე რაიმე სახის თვითნებური ზემოქმედება, მათ შორის, ძეგლის ნაწილების ან ფრაგმენტების გადაკეთება, დანაწევრება, დაშლა, დამატება; ე) ძეგლის გასხვისების შემთხვევაში წინასწარ აცნობოს სამინისტროს/მუნიციპალიტეტს, ხოლო ძეგლის შემძენს წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია ძეგლის სტატუსის შესახებ; ვ) უზრუნველყოს ძეგლზე საზოგადოების დაშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. 2. ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) უფლებამოსილია: ა) გამოიყენოს ძეგლი ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და მიიღოს შემოსავალი; ბ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო და სხვა შეღავათებით; გ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ორგანოებისგან ანაზღაურების გარეშე მოითხოვოს სამეცნიერო-მეთოდური და სამართლებრივი კონსულტაცია თავის საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული ძეგლის შესახებ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 კვირის ვადაში, მუნიციპალიტეტი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ინფორმაციას (ან ხელშეკრულების ასლს) წარუდგენს სამინისტროს. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, №34,№ 04.12.200834, წ.,04.12.2008წ., მუხ.212
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ბს-880(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2026
ამასთან, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის საფუძველზე დადგენილი მესაკუთრის ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი ხელშეკრულება არ იყო წარმოდგენილი.
- საქმე №ბს-1250(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2021
ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვალდებულია, არ დაუშვას ძეგლზე რაიმე სახის თვითნებური ზემოქმედება, მათ შორის, ძეგლის ნაწილების ან ფრაგმენტების გადაკეთება, დანაწევრება, დაშლა, დამატება ( კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის,,დ“ პუნქტი). ძეგლზე შეიძლება ჩატარდეს კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები მხოლოდ შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, რომელსაც…
- საქმე №ას-145-139-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2012
გადაწყვეტილების მეოთხე პუნქტით ირღვევა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და 31-ე მუხლი. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.
- საქმე №330310017001780116 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.12.2019
…შესახებ“ საქართველოს კანონი ახდენს მიწის ნაკვეთის პარამეტრების ჩამონათვალს (28.3 მუხლი) და აკონკრეტებს უშუალოდ იმ პარამეტრებს, რომელთა ცვლილებაც (შესაბამისი წინაპირობების არსებობის, დასაბუთების შემთხვევაში) შესაძლებელია ( 31.1 და 28.4 მუხლები) განაშენიანების რეგულირების გეგმით ან სპეციალური ზონალური შეთანხმებით. კანონის 31.1 მუხლის თანახმად, „განაშენიანების რეგულირების წესებით“ დადგენილი იმ…
- საქმე №330310018002588294 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.12.2019
ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვალდებულია, არ დაუშვას ძეგლზე რაიმე სახის თვითნებური ზემოქმედება, მათ შორის, ძეგლის ნაწილების ან ფრაგმენტების გადაკეთება, დანაწევრება, დაშლა, დამატება ( კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის,,დ“ პუნქტი). ძეგლზე შეიძლება ჩატარდეს კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები მხოლოდ შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, რომელსაც…
- საქმე №030210019002445302 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 08.05.2019
- საქმე №330310017002197121 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.01.2020
- საქმე №330310018002588294 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.03.2019
- საქმე №030210018002445302 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 31.12.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 22/05/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება