1. სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძეგლის, კულტურული ფასეულობის, არქეოლოგიური დაცვის ზონაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისება, ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება სამინისტროსთან შეთანხმებით, მის მიერ წინასწარ განსაზღვრული მათი მოვლა-პატრონობის პირობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. აკრძალულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის გასხვისება. ამ ძეგლის სარგებლობაში გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ფლობისა და სარგებლობის უფლებით, მისი მოვლა-პატრონობისა და დაცვის პირობით.
3. აკრძალულია სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის (მოძრავი ძეგლის) გასხვისება.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესისგან გამონაკლისია საბინაო ფონდი, ასევე საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში არსებული არასაბინაო ფართობები.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6908 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6908
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (20.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 32. სახელმწიფოსახელმწიფო/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასხვისება ან სარგებლობაში გადაცემა ფლობისა და სარგებლობის უფლებით 1. სახელმწიფოსახელმწიფო/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძეგლის, კულტურული ფასეულობის, არქეოლოგიური დაცვის ზონაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისება, ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება სამინისტროსთან შეთანხმებით, მის მიერ წინასწარ განსაზღვრული მათი მოვლა-პატრონობის პირობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. აკრძალულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის გასხვისება. ამ ძეგლის სარგებლობაში გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ფლობისა და სარგებლობის უფლებით, მისი მოვლა-პატრონობისა და დაცვის პირობით. 3. აკრძალულია სახელმწიფო და ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის (მოძრავი ძეგლის) გასხვისება. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესისგან გამონაკლისია საბინაო ფონდი, ასევე საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში არსებული არასაბინაო ფართობები.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №2კ-936აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.06.2021
ამასთან, არათუ უძრავი ძეგლის სტატუსი, დაბეჯითებით იმის თქმაც კი არ შეიძლება, რომ სადავო ტერიტორია კულტურის უძრავი ძეგლის ტერიტორიას წარმოადგენდა და ასეც რომ იყოს, მასზე ვერ გავრცელდება ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწესებული მოთხოვნა, რადგან აღნიშნული ნორმით დადგენილი პირობა, ეხება კულტურის ძეგლს და არა - უძრავი ძეგლის ტერიტორიას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 22/05/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება