1. დამცავი ზონის დადგენის მიზნებია: მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის, ძეგლების, კულტურული ღირებულების მქონე ურბანული ქსოვილისა და ცალკეული შენობა-ნაგებობების, ისტორიული განაშენიანების, ქუჩათა ქსელის, გეგმარებითი სტრუქტურის, ისტორიული ლანდშაფტის, არქეოლოგიური ობიექტების არასასურველი ზემოქმედებისაგან დაცვა; მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ბუნებრივი, ისტორიული, ესთეტიკური, ეკოლოგიური გარემოს, მისი ავთენტიკური ელემენტების, ისტორიულად ჩამოყალიბებული ხედებისა და პანორამების, ასევე იმ სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული კონტექსტის შენარჩუნება, რომელიც ხელს შეუწყობს ძეგლისა და მისი გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას, ძეგლის, როგორც ისტორიის მოწმის, როლის შენარჩუნებას.
2. დამცავ ზონებში განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა ითვალისწინებდეს ხელსაყრელი გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობების შენარჩუნებას, სანიტარიულ-ჰიგიენური, სეისმური და ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ძეგლებზე და ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე არასასურველი ზემოქმედების თავიდან აცილებას. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისას დაცული უნდა იქნეს ამ სფეროში საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები და ნორმები.
3. დამცავ ზონებში ძეგლების აქტიური ვიზუალური აღქმის სივრცეში დაუშვებელია დიდმასშტაბიანი სარეკლამო აბრების, ელექტრო და სატელეფონო ანძების, სატელევიზიო ანტენების და სხვა დიდმასშტაბიანი მიწისზედა საინჟინრო და ტექნოლოგიური მოწყობილობების განთავსება.
4. დამცავ ზონებში აკრძალულია ისეთი საწარმოო, სატრანსპორტო, სასაწყობო მეურნეობისა და სხვა ობიექტების მშენებლობა, რომლებიც ხანძარსაშიშია, წარმოქმნის ძლიერ სატვირთო და სატრანსპორტო ნაკადებს, აჭუჭყიანებს ჰაერისა და წყლის აუზებს.
5. საზოგადოებრივი სივრცის კეთილმოწყობის საშუალებები იმგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ ისინი ჰარმონიულად ერწყმოდეს ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს. ქალაქგეგმარებითი პოლიტიკა და მართვის პრინციპები დამცავ ზონებში მიმართული უნდა იქნეს სატრანსპორტო ნაკადების მიზანდასახული და გეგმაზომიერი შემცირებისაკენ, საფეხმავლო ინფრასტრუქტურის განვითარებისაკენ.
6. დამცავ ზონაში არსებული შენობებისა და სხვა არქიტექტურული ობიექტების დაშლა (დემონტაჟი) დასაშვებია მხოლოდ:
ა) შესაბამისი რეჟიმით დაშვებული მშენებლობისას;
ბ) ისეთი გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც დასტურდება ობიექტის ჩამოშლის საფრთხე;
გ) თუ დასაშლელ ობიექტს მინიჭებული აქვს შეუსაბამო ობიექტის სტატუსი ან დაშლა (დემონტაჟი) განპირობებულია დამცავი ზონის მიზნებით;
დ) იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს შესაბამისი ტერიტორიის ურბანული ქსოვილის განვითარების ინტერესები.
7. ცალკეული დამცავი ზონის დადგენის სპეციფიკური მიზნები და ამოცანები განისაზღვრება შესაბამისი დამცავი ზონის რეჟიმით.
საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, № 34, 04.12.2008წ., მუხ.212
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1075 – ვებგვერდი, 25.09.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 06.09.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 06.09.2013 კანონი №1075
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 35. დამცავი ზონების დადგენის მიზნები და ამოცანები 1. დამცავი ზონის დადგენის მიზნებია: მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის, ძეგლების, კულტურული ღირებულების მქონე ურბანული ქსოვილისა და ცალკეული შენობა-ნაგებობების, ისტორიული განაშენიანების, ქუჩათა ქსელის, გეგმარებითი სტრუქტურის, ისტორიული ლანდშაფტის, არქეოლოგიური ობიექტების არასასურველი ზემოქმედებისაგან დაცვა; მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ბუნებრივი, ისტორიული, ესთეტიკური, ეკოლოგიური გარემოს, მისი ავთენტიკური ელემენტების, ისტორიულად ჩამოყალიბებული ხედებისა და პანორამების, ასევე იმ სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული კონტექსტის შენარჩუნება, რომელიც ხელს შეუწყობს ძეგლისა და მისი გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას, ძეგლის, როგორც ისტორიის მოწმის, როლის შენარჩუნებას. 2. დამცავ ზონებში განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა ითვალისწინებდეს ხელსაყრელი გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობების შენარჩუნებას, სანიტარიულ-ჰიგიენური, სეისმური და ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ძეგლებზე და ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე არასასურველი ზემოქმედების თავიდან აცილებას. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისას დაცული უნდა იქნეს ამ სფეროში საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები და ნორმები. 3. დამცავ ზონებში ძეგლების აქტიური ვიზუალური აღქმის სივრცეში დაუშვებელია დიდმასშტაბიანი სარეკლამო აბრების, ელექტრო და სატელეფონო ანძების, სატელევიზიო ანტენების და სხვა დიდმასშტაბიანი მიწისზედა საინჟინრო და ტექნოლოგიური მოწყობილობების განთავსება. 4. დამცავ ზონებში აკრძალულია ისეთი საწარმოო, სატრანსპორტო, სასაწყობო მეურნეობისა და სხვა ობიექტების მშენებლობა, რომლებიც ხანძარსაშიშია, წარმოქმნის ძლიერ სატვირთო და სატრანსპორტო ნაკადებს, აჭუჭყიანებს ჰაერისა და წყლის აუზებს. 5. საზოგადოებრივი სივრცის კეთილმოწყობის საშუალებები იმგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ ისინი ჰარმონიულად ერწყმოდეს ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს. ქალაქგეგმარებითი პოლიტიკა და მართვის პრინციპები დამცავ ზონებში მიმართული უნდა იქნეს სატრანსპორტო ნაკადების მიზანდასახული და გეგმაზომიერი შემცირებისაკენ, საფეხმავლო ინფრასტრუქტურის განვითარებისაკენ. 6. დამცავ ზონაში არსებული შენობებისა და სხვა არქიტექტურული ობიექტების დაშლა (დემონტაჟი) დასაშვებია მხოლოდ: ა) შესაბამისი რეჟიმით დაშვებული მშენებლობისას; ბ) ისეთი გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც დასტურდება ობიექტის ჩამოშლის საფრთხე; გ) თუ დასაშლელ ობიექტს მინიჭებული აქვს შეუსაბამო ობიექტის სტატუსი ან დაშლა (დემონტაჟი) განპირობებულია დამცავი ზონის მიზნებით; დ) იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს შესაბამისი ტერიტორიის ურბანული ქსოვილის განვითარების ინტერესები. 7. ცალკეული დამცავი ზონის დადგენის სპეციფიკური მიზნები და ამოცანები განისაზღვრება შესაბამისი დამცავი ზონის რეჟიმით. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №№528 528 - სსმ I, № 3434, ,04.12.2008წ., 04 . 1 2.200 8 წ., მუხ.2 12მუხ.212
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ბს-353(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2026
…ამ კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ექსპლუატაციის განსაკუთრებული რეჟიმი და რომლის დანიშნულებაა, მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობა დაიცვას არასასურველი ზეგავლენისაგან. ამავე კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამცავ ზონებში განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა ითვალისწინებდეს ხელსაყრელი გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობების…
- საქმე №ბს-139(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.11.2022
…მიღებულ გადაწყვეტილებასაც.,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’ ’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 52-ე მუხლზე,,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 35-ე და 41-ე მუხლებზე, „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს…
- საქმე №ბს-1250(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2021
კასატორის მითითებით, სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა და განმარტა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლი, ასევე 35-ე მუხლი; ხოლო არასწორად არ გამოიყენა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი, საქართველოს მთავრობის 24.03.2009 წლის №57 დადგენილების…
- საქმე №ბს-525-522(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2017
კასატორი მიუთითებს, რომ ამავე კანონის 35-ე მუხლით დადგენილია დამცავი ზონების დადგენის მიზნები და ამოცანები. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, დამცავი ზონის დადგენის მიზნებია: მის…
- საქმე №330310118002299813 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.05.2019
…დაცვის არეალი; ბ) ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი, ხოლო მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ ერთი ტერიტორია რამდენიმე დამცავი ზონის ფარგლებში მოექცევა, დამცავი ზონების რეჟიმებიდან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოქმედებს ამკრძალავი ნორმა. ამავე კანონის 35-ე მუხლით განსაზღვრულია ძეგლისათვის დამცავი ზონების დადგენის მიზნები და ამოცანები, სასამართლომ მიუთითა მოცემული მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე.
- საქმე №010310017002137947 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 20.12.2019
- საქმე №330310118002299813 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.11.2018
- საქმე №180310517001998141 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 25.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 22/05/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება