1. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის საფუძველზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისას, ასევე უნებართვოდ ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოებისას აღმოჩენილი მოძრავი არქეოლოგიური ობიექტი სახელმწიფოს საკუთრებაა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სხვა სახის საქმიანობის შედეგად აღმოჩენილ არქეოლოგიურ ობიექტებზე (შემთხვევით აღმოჩენა) საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
3. შემთხვევით აღმოჩენის შემთხვევაში აღმომჩენი ვალდებულია, დაუყოვნებლივ, ამ კანონის III თავით დადგენილი წესით აცნობოს სამინისტროს.
4. სახელმწიფოს აქვს არქეოლოგიური ობიექტის უპირატესი შესყიდვის უფლება.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.05.2007).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-795-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2022
…შესახებ“ (შემდგომ - სპეციალური კანონი) საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, კანონის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. ამავე კანონის 33-ე მუხლის მიხედვით, 1. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის საფუძველზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისას, ასევე უნებართვოდ ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოებისას აღმოჩენილი მოძრავი არქეოლოგიური ობიექტი სახელმწიფოს საკუთრებაა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 22/05/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება