1. უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის დაშლა დასაშვებია მხოლოდ ძეგლზე ამ კანონით დაშვებული სამუშაოების (რეკონსტრუქციის) ფარგლებში და ძეგლის აღდგენის პირობით, იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ძეგლის ინტერესები ან თუ ძეგლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და არ არსებობს ამ საფრთხის თავიდან აცილების სხვა შესაძლებლობა.
2. უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაკეთება დასაშვებია მხოლოდ ძეგლის ადაპტაციის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ეს არ გამოიწვევს ძეგლის დაზიანებას ან მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულების შემცირებას.
3. უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად არსებობს ძეგლის გამოუსწორებელი დაზიანების ან განადგურების საფრთხე;
ბ) არსებობს მისი გადაადგილების მომეტებული საჯარო ინტერესი, გარდა ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისა.
4. უძრავი ძეგლის გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ თავდაპირველ გარემოსთან შეძლებისდაგვარად მიმსგავსებულ გარემოში, ავთენტიკური მასალის გამოყენებით მისი რეკონსტრუქციის გზით, თავდაპირველი სახით აღდგენის პირობით.
5. უძრავი ძეგლი გადაადგილებისას და მის შემდეგ ინარჩუნებს ძეგლის სტატუსს.
6. აკრძალულია მოძრავი ძეგლის გადაკეთება ან დანაწევრება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ძეგლის შენარჩუნებისათვის ან რეაბილიტაციისათვის.
7. (ამოღებულია - 06.09.2013, №1075).
საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, № 34, 04.12.2008წ., მუხ.212
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1075 – ვებგვერდი, 25.09.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 06.09.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 06.09.2013 კანონი №1075
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 26. ძეგლის დაშლა, გადაკეთება, გადაადგილება, დანაწევრება 1. უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის დაშლა დასაშვებია მხოლოდ ძეგლზე ამ კანონით დაშვებული სამუშაოების (რეკონსტრუქციის) ფარგლებში და ძეგლის აღდგენის პირობით, იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ძეგლის ინტერესები ან თუ ძეგლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და არ არსებობს ამ საფრთხის თავიდან აცილების სხვა შესაძლებლობა. 2. უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაკეთება დასაშვებია მხოლოდ ძეგლის ადაპტაციის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ეს არ გამოიწვევს ძეგლის დაზიანებას ან მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულების შემცირებას. 3. უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად არსებობს ძეგლის გამოუსწორებელი დაზიანების ან განადგურების საფრთხე; ბ) არსებობს მისი გადაადგილების მომეტებული საჯარო ინტერესი, გარდა ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისა. 4. უძრავი ძეგლის გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ თავდაპირველ გარემოსთან შეძლებისდაგვარად მიმსგავსებულ გარემოში, ავთენტიკური მასალის გამოყენებით მისი რეკონსტრუქციის გზით, თავდაპირველი სახით აღდგენის პირობით. 5. უძრავი ძეგლი გადაადგილებისას და მის შემდეგ ინარჩუნებს ძეგლის სტატუსს. 6. აკრძალულია მოძრავი ძეგლის გადაკეთება ან დანაწევრება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ძეგლის შენარჩუნებისათვის ან რეაბილიტაციისათვის. 7. (ამოღებულია - 06.09.2013, №1075). საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, №34,№ 04.12.200834, წ.,04.12.2008წ., მუხ.212
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №ბს-809(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.12.2023
აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-6 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაკეთება დასაშვებია მხოლოდ ძეგლის ადაპტაციის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ეს არ გამოიწვევს ძეგლის დაზიანებას ან მისი ისტორიულ - კულტურული ღირებულების შემცირებას.
- საქმე №ბს-1251(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2022
ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლზე, რომლის თანახმად, უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაკეთება დასაშვებია მხოლოდ ძეგლის ადაპტაციის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ეს არ გამოიწვევს ძეგლის დაზიანებას ან მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულების შემცირებას.
- საქმე №ბს-1151(3კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.04.2022
უკეთუ რესტავრაცია მოიცავს ძეგლში ცვლილების შეტანას ახალი ფართის წარმოქმნით, დამატებითი ახალი ფართის წარმოქმნა უნდა განხორციელდეს სამშენებლო ნორმების და რეგულაციების მხედველობაში მიღებით… „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 26.2 მუხლი ითვალისწინებს ახალი ფართის წარმოშობის შესაძლებლობას, თუმცა ახალი ფართის შექმნისას ძეგლთა დაცვის რეგულირებასთან…
- საქმე №ბს-129(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.03.2022
…პალატა აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით, უკანასკნელს არ აქვს პრიორიტეტული მნიშვნელობა კანონმდებლობის ნორმატიული მოთხოვნების დაცვასთან. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 26.2 მუხლი ითვალისწინებს ახალი ფართის წარმოშობის შესაძლებლობას, თუმცა ახალი ფართის შექმნისას ძეგლთა დაცვის რეგულირებასთან…
- საქმე №ბს-1250(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2021
აკრძალულია მოძრავი ძეგლის გადაკეთება ან დანაწევრება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ძეგლის შენარჩუნებისათვის ან რეაბილიტაციისათვის (,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტები). ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი არის ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, სადაც ნებისმიერმა ქმედებამ შესაძლოა ფიზიკურად დააზიანოს ძეგლი ან მისი მიმდებარე ტერიტორია.
- საქმე №2კ-714აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.06.2017
- საქმე №030210019002445302 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 08.05.2019
- საქმე №330310018002332766 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.03.2019
- საქმე №330310017002197121 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.01.2020
- საქმე №030210018002445302 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 31.12.2018
- საქმე №330310016001446192 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.11.2018
- საქმე №330310017002022394 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 22/05/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება