თავი XXXII — დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ
1. ბუნების ძეგლის განზრახ დაზიანება ან განადგურება, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც განსაკუთრებული ღირებულების ობიექტის დაზიანება ან განადგურება გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე.
3. ბუნების ძეგლის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
4. იგივე ქმედება, რამაც განსაკუთრებული ღირებულების ობიექტის დაზიანება ან განადგურება გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2001 წლის 22 ივნისის კანონი №989 – სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.79
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4718 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №2კ-9-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.03.2022
…252-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ქრთამის აღებაში შუამავლობა), 228-ე მუხლის პირველი ნაწილით (არალეგალური თამაშისთვის პირობების შექმნა და ადგილის გამოყოფა (2 ეპიზოდი)), 204-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება), 257-ე მუხლის მე-3 ნაწილით (თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში თანამონაწილეობა), 297-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული ნივთის შეტანა) და N6136 კოდექსის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
- საქმე №6საზ.-2008 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.01.2008
ასევე არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 257-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი გარემოება, რომელიც გახდებოდა ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი.
- საქმე №ბს-1342-917(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2007
მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 257-ე მუხლის მიხედვით, დანაშაულს წარმოადგენს ისტორიის, კულტურის ან ბუნების ძეგლის განზრახ, ან გაუფრთხილებლობით დაზიანება, ან განადგურება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება