თავი XXXII — დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ
1. პირის პროსტიტუციაზე დაყოლიება ან/და სხვა ისეთი არაძალადობრივი ქმედების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს პირის პროსტიტუციაში მონაწილეობას, −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა, −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
გ) არაერთგზის;
დ) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე.
5. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2458 – სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.149
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2013 წლის
დეკემბრის კანონი №1728
- ვებგვერდი, 25.12.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 17
მაისის
კანონი №2354
–
ვებგვერდი, 29.05.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6753 – ვებგვერდი, 20.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 13.07.2020 კანონი №6753
- 17.05.2018 კანონი №2354
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 254. პროსტიტუციის ხელშეწყობა 1. პირის პროსტიტუციაზე დაყოლიება ან/და სხვა ისეთი არაძალადობრივი ქმედების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს პირის პროსტიტუციაში მონაწილეობას, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 2. პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; გ) არაერთგზის; დ) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე. 5. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2458 – სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.149 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2013 წლის დეკემბრის კანონი №1728 - ვებგვერდი, 25.12.2013წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(34)
- საქმე №2კ-39-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.10.2024
შუამდგომლობის მე-40 პუნქტში აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პროსტიტუციის ხელშეწყობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
- საქმე №2კ-670აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.10.2023
მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №2კ-350-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.05.2021
აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პროსტიტუციის ხელშეწყობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რომელიც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას;
- საქმე №2კ-53-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.12.2020
თ–ის ქმედება, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ვადით, ან სულ მცირე, 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტით (პროსტიტუციის ხელშეწყობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით.
- საქმე №2კ-131აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.10.2020
გ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი საფუძვლებით: სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა და ასევე მოწმეთა გამოქვექნებული ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ გ.
- საქმე №2კ-152აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.09.2020
- საქმე №2კ-48აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.06.2020
- საქმე №2კ-859აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.05.2020
- საქმე №2კ-34-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.07.2019
- საქმე №2კ-346აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.11.2018
- საქმე №2კ-248აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.10.2017
- საქმე №2კ-604აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.04.2016
- საქმე №2კ-388აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.01.2016
- საქმე №38აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.10.2015
- საქმე №2კ-211აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.11.2014
- საქმე №2კ-214აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.11.2014
- საქმე №2კ-136აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.06.2014
- საქმე №2კ-813აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.11.2010
- საქმე №2კ-406დად.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.09.2005
- საქმე №2კ-519აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №050100117001933432 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 14.11.2018
- საქმე №160100119003019356 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.11.2019
- საქმე №050100117001933432 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.06.2019
- საქმე №820100118002405237 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 28.06.2019
- საქმე №010100114593439 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 19.06.2019
- საქმე №010100115001142094 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 17.06.2019
- საქმე №330100116001628055 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.07.2018
- საქმე №330100116001376063 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.07.2018
- საქმე №330100118002382678 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.07.2018
- საქმე №160100119003019356 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 23.09.2019
- საქმე №010100114593439 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 19.10.2018
- საქმე №010100115001142094 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 08.06.2018
- საქმე №820100118002405237 · ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო · 07.05.2018
- საქმე №820100118002284074 · ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო · 26.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება