თავი XXXII — დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ
1. გასაღების მიზნით შხამის უკანონოდ დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გასაღება, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) დიდი ოდენობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
3. შხამის წარმოების, შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემის, გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა, რამაც ასეთი ნივთიერების უკანონო ბრუნვა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 249. შხამის ბრუნვის წესის დარღვევა 1. გასაღების მიზნით შხამის უკანონოდ დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გასაღება, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. 3. შხამის წარმოების, შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემის, გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა, რამაც ასეთი ნივთიერების უკანონო ბრუნვა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №2კ-32-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2023
…რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის II ნაწილთან და 52-ე მუხლთან ერთობლიობაში 223-ე მუხლით (ჯანმრთელობის დაზიანება), 224-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ქვეპუნქტებით (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება), 249-ე მუხლით (ყაჩაღობა) და 250-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების აქტის პირველ, 105-ე და 108-ე პარაგრაფებთან ერთობლიობაში;
- საქმე №2კ-339აპ.-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2011
ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 249-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 25 ივნისიდან.
- საქმე №5საზ.-2008 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.12.2008
მართალია, ზემოაღნიშნული მუხლი ნარკოტიკულ დანაშაულთა წინააღმდეგ სსკ-ის XXXIII თავში არ არის მოთავსებული, მაგრამ ამ ქმედებისათვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 249-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც მოთავსებულია XXXII თავში _ დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ.
- საქმე №2კ-2179აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.02.2008
ჭ-ის გამართლებას და პატიმრობიდან დაუყოვნებლივ განთავისუფლებას ან მისი ქმედების სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან სსკ-ის 249-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას. მსჯავრდებული დ. ჭ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან სახეზეა ქმედების არასწორი კვალიფიკაცია;
- საქმე №5-საზ · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მართალია, ზემოაღნიშნული მუხლი ნარკოტიკულ დანაშაულთა წინააღმდეგ სსკ-ის XXXIII თავში არ არის მოთავსებული, მაგრამ ამ ქმედებისათვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 249-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც მოთავსებულია XXXII თავში _ დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება