1. ბირთვული მასალის, რადიაქტიური ნარჩენის, რადიაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს შეძენის, შენახვის, დამარხვის, ფლობის, გამოყენების, გადამუშავების, გამოცდის, გადაცემის, აღრიცხვის, გადაზიდვის, ექსპორტ-იმპორტის ან მისდამი მოპყრობის სხვა წესის დარღვევა, რასაც შეეძლო გამოეწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
თავი XXXII
დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №2კ-52-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.03.2025
ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი საკრედიტო ან საბანკო ბარათის გამოყენებით მოგების მიღება).
- საქმე №2კ-38-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2022
ჰ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით: ა) თ-ის რესპუბლიკის გ-ის საქალაქო მე-15 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი კუთვნილი საბანკო ან საკრედიტო ბარათის გამოყენებით სარგებლის უკანონოდ მიღება);
- საქმე №2კ-6-I-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2015
ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის 245-ე მუხლის „ა“ ნაწილის „1“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თავდასხმა), რისთვისაც გათვალისწინებულია 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება